in

ახალი იმუნოთერაპია მომაკვდავ ონკოლოგიურ პაციენტებში კიბოს უჯრედებს ანადგურებს

მას გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე ტრადიციულ ქიმიოთერაპიას

ლონდონში მდებარე ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულ მომაკვდავ პაციენტებში ახალი იმუნოთერაპია გამოცადეს. შედეგად, თავისა და კისრის სიმსივნეების მქონე პაციენტების იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედებს შეუტია და გაანადგურა.

საეტაპო კვლევისას იმუნოთერაპიის წამლების ნარევმა პაციენტების იმუნური სისტემა გამოიყენა, რათა საკუთარი კიბოს უჯრედები გაენადგურებინა და “პოზიტიური გადარჩენის ტენდენცია” გამოეწვია. ამან მართლაც გასაოცარი შედეგი გამოიღო – ერთი პაციენტი, რომელიც ოთხი წლის წინ უნდა გარდაცვლილიყო, სრულიად განიკურნა დაავადებისგან და გასულ კვირას თავის ცოლთან ერთად კრუიზში ისვენებდა.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ნივოლუმაბის და იპილიმემაბის კომბინაციამ სიმსივნეების შემცირება გამოიწვია, როგორც თავის, ისე კისრის კიბოს მქონე პაციენტებში. ზოგიერთ შემთხვევაში კიბო მთლიანად გაქრა და ექიმები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც დაავადების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. ამიტომაც, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ორი იმუნოთერაპიის წამლის კომბინაცია, შესაძლოა, ეფექტური იარაღი აღმოჩნდეს კიბოს რამდენიმე ფორმის წინააღმდეგ. თანაც, სხვა სამკურნალო საშუალებების კომბინაციამ ადრე მსგავსი სარგებელი გამოავლინა თირკმლის, კანისა და ნაწლავების კიბოს შემთხვევაში.

იმუნოთერაპია არა მხოლოდ აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის შანსს, არამედ გაცილებით ნაკლებ გვერდით ეფექტს იწვევს – კვლევის ფარგლებში საკმაოდ ცოტა და მსუბუქი გვერდითი ეფექტი დაფიქსირდა, განსხვავებით ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან. “იმუნოთერაპია არის უფრო მსუბუქი, ჭკვიანური მკურნალობა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს პაციენტებს”. 

გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად დაახლოებით 12 000 ადამიანს აღენიშნება თავისა და კისრის კიბო. ეს პაციენტები კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ – უკეთეს და ნაკლები გვერდითი ეფექტის მქონე მკურნალობას. სწორედ ამ გზით შეიძლება მათი სიცოცხლის გახანგრძლივება. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს 77 წლის ინგლისელი, ბარი ამბროუზი, რომელსაც ყელის კიბოს დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. სიმსივნე უკვე ფილტვებშიც იყო გავრცელებული, თუმცა ბარის ახალ კვლევაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცა…

პრეპარატების ნაზავის მიღებიდან დაახლოებით 8 კვირაში ბარი ამბროუზის ყელში არსებული სიმსივნე გაქრა. ქიმიოთერაპიისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი ის სრულად განიკურნა. “პრაქტიკულად არ მქონია გვერდითი მოვლენები და შემეძლო, საყვარელი საქმე ჩვეულ რეჟიმში მეკეთებინა – ნაოსნობა, ველოსიპედით სიარული და ოჯახთან ერთად დროის გატარება”. 

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ იმუნოთერაპია განსაკუთრებით წარმატებულია იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომელთა სიმსივნეებს იმუნური მარკერის დონე გააჩნია, სახელწოდებით PD-L1.

„ლიბერთის“ ახალი HR სტრატეგია აქვს – დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია კომპანიაში?

Klimt vs Klimt – Google-ის ონლაინ გამოფენა II მსოფლიო ომის დროს განადგურებულ ნამუშევრებს ანახლებს