in

თვითმფრინავის მენიუ მათთვის, ვისაც საჰაერო მგზავრობა ენატრება

მათთვის, ვინც თვითმფრინავით მგზავრობის ნოსტალგიას განიცდის, ავიახაზებმა თვითმფრინავის მენიუს გაყიდვა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ავიახაზებია Thai Airways, რომელიც თურმე ამგვარ მენიუს აპრილიდან ყიდის. ასევე, Aerofood ACS – კომპანიამ, რომელიც ინდონეზიის ეროვნული ავიახაზებისთვის “Garuda” ამზადებდა საკვებს, თავისი მენიუები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ავიახაზები დიდად აზარალა. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ ივლისის ბოლოს თქვა, რომ ინდუსტრია ამ ზარალიდან მინიმუმ 2024 წლამდე ვერ ამოვიდოდა. ავიარეისები ნაწილობრივ განახლდა, თუმცა, ავიახაზების უმეტესობა, რისკის შემცირების მიზნით, უარს ამბობს მგზავრებისთვის საკვების შეთავაზებაზე. ამ საკვების ყიდვა კი, როგორც ჩანს, თუ თვითმფრინავებში აღარ, მიწაზე ნამდვილად შეგვიძლია.

როგორ გადაიღეს 70-იანი წლების საქართველოში ამერიკული იოგურტის რეკლამა?

რა იქნება, თუ Zoom-ში დაყენებულ უკანა ფონზე რეალურად აღმოჩნდები? – DDB-ს კამპანია