შობის პერიოდი ყველა მიმართულებით ძალიან დატვირთულია — ყველანი სამზადისში ვართ, სამსახურების შემდეგ საყიდლებზე გავრბივართ და ნელ-ნელა ვცდილობთ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების მოგროვებას. შემდეგ კი, თუ თავად ვერ ვახერხებთ ადრესატისთვის მიწოდებას, ყველაფერს იმ „სანდო ხელებს“ მივაბარებთ, რასაც მიტანის სერვისს ვუწოდებთ. ასეთი სანდოობაზე დაფუძნებული ნარატივი გამოიყენა Royal Mail-მა თავისი სადღესასწაულო კამპანიისთვის — მასში მხატვრულადაა გადმოცემული ქაოსური გადარბენის მომენტები, როდესაც თანამშრომლები შეუჩერებლად არიგებენ ამანათებს.
ვიდეორგოლზე TS Eliot-ის პრემიის ლაურეატმა პოეტმა, როჯერ რობინსონმა იმუშავა. ამიტომაცაა, რომ ძირითად ორიენტირად ლექსი და ხელებზე ფოკუსირება გვევლინება.
მართალია, ეს რეკლამა კონკრეტულ ბრენდს ეკუთვნის, მაგრამ რეალურად მიტანის სერვისის ყველა კომპანიას ეხება.