საახალწლოდ ბათუმში იტალიელი მომღერალი ინგრიდი იმღერებს. კონცერტი ბათუმის ბულვარში 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. მომღერლის კონცერტი საახალწლო ბაზრობის კულმინაცია იქნება, რომელიც 29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება.











