ვიღაცის ან რაღაცის პატივსაცემად სახელების დარქმევა ბავშვებისთვის არც ქართველებისთვისაა უცხო, თუმცა ამ საკითხში ტაილანდური კულტურა გამორჩეულია… ისინი სახელგანთქმულნი არიან იმით, რომ შვილებს ხან ბერების სახელებს არქმევენ, ხანაც კი არაფორმალურ მეტსახელებს უფიქრებენ. ამ ტრადიციას ინგლისური სახელებიც შეერწყა და ისეთი სახელებიც მივიღეთ, როგორებიცაა Pancake, Nescafe და Benz. თუმცა ეს უკანასკნელი მათ შორის გამორჩეულია — Mercedes-Benz ბევრი ადამიანის საყვარელი მანქანა რომ არის, ხომ იცით, ამიტომ ტაილანდელებმა შვილებისთვისაც ამ სახელის დარქმევა გადაწყვიტეს, ერთ ან ორ ადამიანს კი არა, აქ ათობით მოზარდს შეხვდებით „ბენცის“ სახელით.
როგორც აღმოჩნდა, გარდა საყვარელი მანქანისა, ბენცი ტაილანდელი მშობლებისთვის წარმატებისა და კეთილდღეობის მოტანას უკავშირდება. ამიტომ, „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ყველას ჰყავს სულ მცირე ერთი ტაილანდელი მეგობარი, რომელსაც ბენცი ჰქვია“.
ამ ფაქტით კი Mercedes-Benz Thailand-მა ისარგებლა, თანამშრომლობა შემოქმედებით სააგენტო TeamXThailand-თან დაიწყო და Motor Show 2024-ისთვის ახალი კამპანიაც შემოგვთავაზა. Icon of Inspiration-ის სახელის ქვეშ In The Name of Benz-ის ვიდეოს გვაცნობენ, რომელიც სწორედ ბენცის სახელის მქონე ადამიანების ისტორიებს გვიზიარებს. დანარჩენი კი თავად ნახეთ: