in

„კლინიკა „ინ ვიტრო“ – ხელოვნური განაყოფიერების პირველი კლინიკა საქართველოში“

„უკვე 20 წელია, რაც ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტრო“-ს ძირითადი ბირთვი ქართულ სამედიცინო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. კლინიკის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის წყალობით, არაერთ უშვილო ოჯახში გაჩნდა ბავშვი. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი ჩვენი კლინიკის წარმატების გარანტიაა“ – „ინ ვიტროს“ შესაძლებლობებსა და მუშაობაზე „მარკეტერი“კლინიკის საერთაშორისო გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერს, ნაია ადამიას და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერს, მარიამ ხაბეიშვილს ესაუბრა.

 

მარიამხაბეიშვილი: კლინიკა „ინ ვიტრო“, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ფუნქციონირებს 2010 წლიდან. ​1997 წლიდან, კლინიკა შეიქმნა, როგორც ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინ-ვიტრო განაყოფიერების ბაზაზე და წარმოვადგენდით პირველ და ერთადერთ მსგავსი პროფილის კლინიკას, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. სწორედ ჩვენი გუნდის მეშვეობით დაიბადა პირველი „სინჯარის ბავშვი“, 1999 წელს.

დღეს რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ნაია ადამია: კლინიკაში დანერგილია ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა ფორმა, ფუნქციონირებს ქირურგიული განყოფილება, სადაც წარმატებით ტარდება როგორც გინეკოლოგიურ – ენდოსკოპიური, ისე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები, რაც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ჩვენი პროფილის პაციენტებში. აღსანიშნავია მრავალპროფილური, ამბულატორიული მომსახურება და რადიოლოგიის განყოფილება. კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით, რაც უმნიშვნელოვანესია სწორი დიაგნოსტიკისთვის. „ინ ვიტროს“ მომართავენ როგორც უნაყოფობის მქონე წყვილები, ისე გინეკოლოგიურ – ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები.

.. :  ჩვენი სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ, ხელოვნური განაყოფიერების ერთ-ერთი ფორმაა სუროგაცია. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სუროგაცია ნებადართულია, რაც განაპირობებს უცხოელი პაციენტების მომართვიანობას. ​კლინიკა „ინ ვიტრო“ არის მოწინავე ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში. კლინიკის გუნდის მთავარი მიზანია, უშვილობა არ იყოს განაჩენი. ჩვენი თითოეული სერვისი მიმართულია უნაყოფობის პრობლემის მოგვარებისკენ, რადგან გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს დედობა და როგორია სრულფასოვანი ოჯახი.

რაც შეეხება თქვენს სპეციალისტებს . . .

.. : კლინიკის დამფუძნებლები არიან ნატალია ხონელიძე და გია ცაგარეიშვილი. მათი ხელმძღვანელობით საქართველოს ჰყავს პროფესიონალი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული რეპროდუქტოლოგ – გინეკოლოგები, რომლებიც დღეს ჩვენი გუნდის წევრები არიან და წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ამ წლების მანძილზე როგორია კლინიკის სტატისტიკა?

.. : კლინიკის სტატისტიკა მუდმივად მზარდია, იმატა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტების მომართვიანობამ, რაც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კლინიკაში მიღწეულია დაორსულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

. . : ჩვენი გუნდი, წლების მანძილზე, წარმატებით ემსახურება უდიდეს საქმეს – უშვილობის მკურნალობას. სწორედ დაგეგმილი სტრატეგია, პაციენტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება და მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს წარმატებულ საქმიანობას, რაზეც არსებული სტატისტიკა მეტყველებს.

რა პროცედურებია საჭირო თქვენი სერვისებით სარგებლობისთვის?

.. : პაციენტი კლინიკას მომართავს როგორც წინასწარი ჩაწერით, ისე – თვითდინებით. შემდეგ უკვე ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას. გარდა ამისა, თუ პაციენტი ვერ ახერხებს კლინიკაში მოსვლას გარკვეული მიზეზების გამო, მას შეუძლია, პირველადი კონტაქტი კლინიკასა და ექიმთან „ონლაინ“ გასაუბრების რეჟიმში ჰქონდეს.

ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისები

. . : ჩვენი მიზანია, თითოეული სერვისი გახდეს მომხმარებლისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი. კლინიკა აქტიურად არის ჩართული საქართველოს ჯანდაცვის რეფორმებში და მუდმივ რეჟიმში მონაწილეობს შესაბამისი რეგულაციების ჩამოყალიბებაში, ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსებასთან დაკავშირებით. დღეს ვთანამშრომლობთ კერძო და სადაზღვევო კომპანიებთან, სერვისების თანადაფინანსების კუთხით.

ბოლო დროს, საქართველოში, ბევრი მსგავსი ცენტრი გაიხსნა. „ინ ვიტრორითია გამორჩეული?

.. : ყველასთვის ცნობილია, რომ უშვილობის პერიოდი წყვილისთვის ძალიან ემოციური და სტრესულია. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმების პროფესიონალიზმი. ჩვენი ექიმები და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციული გუნდი ყველაფერს აკეთებენ, რომ პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, რომ მკურნალობის განმავლობაში, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს. გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საერთაშორისო აღიარება, უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობა, მაღალი ტექნოლოგიები, მკურნალობის ეფექტურობის უმაღლესი მაჩვენებელი – ჩვენი უპირატესობაა.

რა სიახლეებს სთავაზობთ ერთგულ მომხმარებელს?

მ.ხ. : კლინიკა „ინ ვიტროს“ პაციენტთა მოთხოვნის შესაბამისად, გაჩნდა ახალი იდეა მრავალპროფილური კლინიკის დაარსების შესახებ. მალე, კლინიკა „ინ ვიტრო“ სხვა კლინიკებთან ერთად, გაერთიანდება“PRIME MEDICAL GROUP”-ში.

[R]

„ბილაინის“ მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერი მომსახურება „ონლაინ“, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ

ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ