იმისთვის, რომ ნებისმიერმა მსურველმა ყველა მომსახურებით მარტივად და ეფექტურად ისარგებლოს, „ინ ვიტრო“ მომხმარებელს ახალ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმას სთავაზობს. სიახლეებზე „ინ ვიტროს“ საერთაშორისო გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნაია ადამია და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ხაბეიშვილი საუბრობენ:
რა სიახლეებს სთავაზობს კლინიკა „ინ ვიტრო“ მომხმარებლებს?
მარიამ ხაბეიშვილი: კლინიკა „ინ ვიტროს“, როგორც დამოუკიდებელი ბრენდის 10-წლიანი მუშაობის ყველაზე დიდი გამოწვევა, ახალი მიმართულებების დამატება იყო – გადავწყვიტეთ, მოვმსახურებოდით არა მარტო უშვილო წყვილებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ მაღალი დონის კვალიფიციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარება. ასევე – ფიზიოლოგიური თუ ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ორსულობის შემდგომი დაკვირვება და მშობიარობა, უკვე დაბადებულ ბავშვზე პედიატრის მიერ მეთვალყურეობა. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ლაპაროსკოპიული, გინეკოლოგიური და სხვა სახის ოპერაციული ჩარევები. ამიტომ შევქმენით “NG Medical Group“ , ამ ბრენდისთვის გამოვიყენეთ “Umbrella Strategy“, რათა არ დაკარგულიყო „ინ ვიტრო“, როგორც ცალკეული ბრენდი და ხელი შეეწყო სხვა ბრენდების განვითარებაში.
რა სტრატეგიას იყენებს კლინიკა „ინ ვიტრო“ კომუნიკაციისთვის?
ნაია ადამია: მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ისეთი პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც დაეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში.
მოგეხსნებათ, საქართველოში, უშვილობის თემა კვლავ ტაბუდადებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ოჯახი სარგებლობს დამხმარე რეპროდუქციული მეთოდებით, საზოგადოებაში არსებობს უამრავი მითი ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროდუქტი, რომელიც პაციენტებში აამაღლებდა როგორც ხელოვნური განაყოფიერების მიმართ ცნობიერებას, ისე ზოგადად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ ინტერესს. ვიდეო სერია – „მითი თუ რეალობა“ – არის ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს ჩვენს მიზანს შემეცნებითი კუთხით. ამ ეტაპზე დამზადებულია 3 სერია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. დაგეგმილია 10 სერიის გამოშვება. პარალელურად, ვმუშაობთ საგანმანათლებლო საკითხებზე, რომელსაც მომხმარებელი ძალიან მალე იხილავს. ამისათვის თვალი უნდა ადევნონ კლინიკის ოფიციალურ გვერდს.
გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – არავისთვის არის უცხო, ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა მისი განვითარება – ყველანი გვაიძულა, მოვრგებოდით ახალ ციფრულ გარემოებებს, სწორედ ეს იყო ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გაგვეერთიანებინა სამედიცინო მომსახურება/სერვისები, ვიზიტების გეგმის კალენდარი და სხვა სასარგებლო ინფორმაციები ერთ სივრცეში და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ერთი პროდუქტი, რომლითაც ისარგებლებდნენ მარტივად – სწორედ ამიტომ, დავიწყეთ აპლიკაციის შექმნა, რომელიც, ჯერჯერობით, დამუშავების პროცესშია და მომხარებელს ძალიან მალე ექნება მისი გამოყენების შესაძლებლობა. ამ პროდუქტის მიზანია, მკურნალობა გახადოს უფრო სასიამოვნო და მომხმარებელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მკურნალობის თითოეულ ეტაპზე.
[R]