in

როგორ შეუძლიათ ქალაქებს, პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენა?

და რა როლი აქვთ, ამ კუთხით, ანტრეპრენერებს?

უკანასკნელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა. ისინი კვლავაც არიან მზად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად. არანაკლებია ქალაქების როლი, ამ პროცესში. მაინც, როგორა შეუძლია ტექნოლოგიურ ეკოსისტემას კრიზისიდან გამოსვლის ხელშეწყობა და მაინც, რა კავშირია ქალაქების ადმინისტრაციებსა და ეკონომიკურ გაძლიერებას შორის?

pasha-statiebi
pasha-statiebi

არ დადოთ ფსონი კვლევებსა და დეველოპმენტზე

ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროგრამული უზრუნველყოფისა და კვლევების სტიმულირება. დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემა მოითხოვს ისეთივე ძალისხმევას, როგორც კომპანიების მასშტაბირებისთვის ახალი სიცოცხლისუნარიანი ბაზრების ძებნა. ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა სეული და ტაივანი, რომლებიც კვლევებისა და დეველოპმენტის კუთხით, წამყვან ქალაქებს წარმოადგენენ, ბოლო ათწლეულისთვის რეკორდული რეცესია შეინიშნება. მეორე მხრივ, სილიკონ ველიზე, ტორონტოსა და ვანკუვერში ზრდაა, რაც ტექნოლოგიური განვითარებისა და ბიზნესის შექმნის ჯანსაღი შერწყმითაა განპირობებული.

ამ ქალაქებში განვითარებულია ორმხრივი მიდგომა – ერთ მხარესაა კვლევები და დეველოპმენტი, რისთვისაც ბრწყინვალე გარემო და კვლევითი ცენტრებია შექმნილი, მძლავრი ინტელექტუალური რესურსებით, მეორე მხრივ კი, არიან ანტრეპრენერები, რომლებსაც კონცეფციის ბაზარზე რეალურად გატანა და წარმატების რელსებზე დაყენება შეუძლიათ.

დაწყებაზე მნიშვნელოვანი მასშტაბირებაა

სტარტაპის წამოწყება ძალიან გამარტივდა, ნებისმიერი ადგილიდან, განსაკუთრებით პანდემიურ ეპოქაში. მომრავლდა ისეთი სტარტაპები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე უშვებენ რეკლამას და სულაც არ წარმოადგენენ ტექნოლოგიურ ქვეყნებს. ამავდროულად, არსებობენ 50-მილიონიანი სტარტაპები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე მსხვილ ქალაქში ოპერირებენ. იმ სტარტაპების წარმატების გასაღები, რომლებიც ტექნოლოგიური ჰაბების მიღმა არიან, არის არა ახალი ბიზნესის შექმნა, არამედ სტიმულირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

დაიწყეთ ამ კითხვაზე პასუხით: რა არის თქვენ გარშემო არსებული სტარტაპების ძლიერი მხარე?

თავის მხრივ, ქალაქებს შეუძლიათ განვითარების სტრატეგიები ააგონ, ბიზნესის ზრდისთვის, ჩადონ ინვესტიციები პერსპექტიულ კომპანიებში და ამგვარად ააშენონ ეკოსისტემა. შედეგად, ადგილობრივი ანტრეპრენერების ექნებათ ბევრად მძლავრი რესურსი, რაც რთული სიტუაციიდან გამოსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. შედეგად, ქალაქს ეყოლებს სწორი შემფასებლები და გუნდი, რომელიც კრიზისის დასაძლევად იმუშავებს.

მოიფიქრეთ პროგრამა ანტრეპრენერების მოსაზიდად

ანტრეპრენერები ყოველთვის ეძებენ მწვერვალებს, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც კი. ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია ბიძგი მისცეს ანტრეპრენერებს, მაგალითად, შეუქმნას კომფორტული პირობები, ქალაქში ადვილად გადმოსასვლელად, რითაც მათ ტერიტორიაზე გადმოსვლით დააინტერესებს. ეს იქნებოდა ტალანტების მოძიების ტაქტიკა, რაც მზარდი ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ათი წლის წინ, ჩატანუგამ (ტენესის შტატი), $169 მილიონის ბონდი გამოყო ადგილობრივი კომპანიისთვის, რათა ინტერნეტის ხარისხი გაეუმჯობესებინა და მასთან წვდომა უფრო მეტი კომპანიისთვის შეექმნა. ქალაქმა გადახდის სპეციალური სისტემა შეიმუშავა, ანტრეპრენერების მისაზიდად. ინვესტიციამ გაამართლა. ჩატანუგა მნიშვნელოვნად დაწინაურდა იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ბიზნესის დასაწყებად მიმზიდველია ანტრეპრენერებისთვის.

თუკი ყველა ქალაქი გამოიყენებს მსგავს ტაქტიკას, უპირატესობას ცოტა თუ მოიპოვებს. თუმცა, შეგიძლიათ გაერთიანდეთ მეზობელ ქალაქებთან და ყოველმა თქვენგანმა განსაზღვროს ის უპირატესობა, რაც გუნდურად მიგიყვანთ მიზანთან.

 

წყარო: inc.



“ვეფხისტყაოსნის” ბანქოს ამბავი

ჩინეთმა პირველი კვანტური კომპიუტერი შექმნა!