in

ვისკის ეტიკეტი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შთაგონებით შეიქმნა

პირველივე შეხედვისთანავე მიხვდებით, რომ Independence-ის ბრენდი პატივს მიაგებს ისტორიასა და იმ შესანიშნავ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ირლანდიის პროკლამაციის დაბადებაში. ამასთან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეოცე საუკუნეში, უკვე 21-ე საუკუნეში კი მისი მნიშვნელობის შენარჩუნებაც მოახერხეს.

BOG
BOG

ბრენდის შექმნა ირლანდიის ისტორიიდან 1916 წელს უკავშირდება — შესაბამისად, ასახავს ერის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. იმ გამძლეობასა და სულისკვეთებასაც, რომელმაც ეს ეპოქა განსაზღვრა. სწორედ ამიტომ სურთ, რომ მათი მემკვიდრეობა Independence-ის ვისკის ყოველ ყლუპში იგრძნობოდეს… 

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, რომ Independence Blended Whiskey-ს დიზაინი ძველი დოკუმენტებიდან, 1916 წლის გაზეთებიდან იღებს სათავეს და ეს ყვითელ ფურცელზე ნაბეჭდი ასოებით საკმაოდ შესამჩნევიცაა… 

Independence Single Malt ვისკი კი ინსპირაციას ლუდსახარშებისა და დისტილერებისგან იღებს, რომლებიც დუბლინში საუკუნის ბოლოს მდებარეობდა. როგორც ამბობენ, დიზაინის შთაგონება ლუდის ვინტაჟური ეტიკეტებიც იყო. ამგვარი კომბინაციით კი ვისკის უნიკალურ ვიზუალურ სახეს ვიღებთ, რომელიც პატივს სცემს მდიდარ ისტორიას, ეპოქის ოსტატობასა და სასმლის მოყვარულებს წარსულის გემოს გასინჯვისკენაც კი მოუწოდებს… 

Independence-ის ვისკის იდენტობისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნაზე სააგენტო Backbar Studios Limited-მა იმუშავა.

 

ლიბერთის მხარდაჭერით, რეგიონებში ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტი გრძელდება