in ,

„ერთი დიდი სიამოვნების” ამბავი – „თოლიას” ნაყინის რეკლამა, რომელიც მალდივებზე გადაიღეს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეძებენ სიახლეებს. ამ სიახლეების ძიება მათთვის სიამოვნების მიღების წყაროსთან ასოცირდება: ახალ ემოციებთან, ახალ შეგრძნებებთან, ახალ გემოებთან, აღმოჩენებთან…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი წელი ელოდებიან ზაფხულს, დასვენებას, ზღვასთან ურთიერთობას. ოცნებობენ რომელიმე ტროპიკულ კუნძულზე პალმის ქვეშ წამოწოლაზე და ოკეანის ტალღების ყურებაზე. 

არსებობს პროდუქტები, რომელთა კონცეფციაც და შექმნის ტექნოლოგიაც დაფუძნებულია ადამიანების მოთხოვნებსა და სურვილებზე, რომლებიც ზემოთ აღწერილ სურვილებს რეალობად აქცევს და კომბინირებულად გვანიჭებს სიამოვნებას, ისეთ შეგრძნებებს, რომ კუნძულზეც კი შეუძლია გვაგრძნობინოს თავი. 

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ბრენდი „ინდიგო”, რომლის ვიდეორგოლიც ახლახან გამოვიდა. ის მალდივის კუნძულებზეა გადაღებული და სწორედ იმ ემოციებს აღწერს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. „ინდიგო“ კომპანია „თოლიას“ პრემიუმ მიმართულების ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. შესაბამისად, „თოლიას” გუნდსაც სურდა, პროდუქტის შესახებ ცნობადობა საინტერესო ფორმით გაევრცელებინა და ახალი რეკლამაც ამის გამოძახილია. 

ინდიგო ახალი ბრენდია ბაზარზე. ის უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება, რაც განაპირობებს მის  უნიკალურ გემოვნურ მახასიათებლებს. როგორც ყველა ახალ ბრენდს, ინდიგოსაც სჭირდება ბაზარზე თავის დამკვიდრება. ახალი სარეკლამო რგოლიც ამ მიზანს ემსახურება. ამ რგოლით გვინდოდა, წარმოგვეჩინა, რომ „ინდიგო“ პრემიუმ მიმართულების ნაყინია და შექმნილია ადამიანებისთვის, ვინც ეძებს სიამოვნებას და მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიამოვნება”, – სანდრო ლომთაძე, „თოლიას” მარკეტინგის მენეჯერი.

კრეატიულ სტრატეგიაზე სააგენტო Betterfly-მ იმუშავა. კონცეფცია დაეფუძნა იდეას – ინდიგოს ნაყინით მიღებული სიამოვნება განსაკუთრებულია ყველა სიტუაციაში. აქედან წამოვიდა სლოგანიც „ერთი დიდი სიამოვნება” და ვიდეორგოლის მალდივებზე გადაღების იდეაც. 

სცენარიდან გამომდინარე, გვჭირდებოდა ცხელი ზაფხულისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები. კამპანიის ჩაშვება აპრილის ბოლოს იგეგმებოდა, ხოლო გადაღებები მარტში. რეჟისორს, დათო ბორჩხაძეს მოუვიდა იდეა, რომ საქართველოში ცხელი ზაფხულისთვის დამახასიათებელი გარემოს ხელოვნურად შექმნას, ჯობდა გადაღება გადაგვეტანა იქ, სადაც ასეთი გარემო ბუნებრივად არის. კარგად რომ დავფიქრდით, ერთი შეხედვით არარეალური იდეა, საკმაოდ რეალურად მოგვეჩვენა, Metro production-ის გუნდმაც არ დაიშურა დრო და ენერგია, სწრაფადვე დაორგანიზდა მგზავრობა და გამარტივებული ტექნიკური აღჭურვილობით და შემცირებული გადამღები ჯგუფით გავუდექით მალდივის კუნძულებისკენ მიმავალ გრძელ გზას. მზე, ოკეანე, ატმოსფერო ზუსტად ის იყო, რაც რგოლს კიდევ უფრო მაღალ მხატვრულ და ემოციურ ღირებულებას შესძენდა. ამავდროულად, პროდუქტის პრემიუმ ხარისხს კიდევ მეტად გაუსვამდა ხაზს. ამ იდეას დამკვეთმა მარტივად აუბა მხარი და ნდობა გამოგვიცხადა. მაქსიმალურად გამოგვყვა ამ ინიციატივაში”, – სალომე შამუგია, Betterfly-ს ექაუნთ დირექტორი.

როგორც სალომე იხსენებს, როცა ასე შორს მიდიხარ გადაღებებზე, ბევრი რამ წინასწარ უნდა გაითვალისწინო, რადგან მალდივებიდან საქართველოში დაბრუნებულს თუ გაგახსენდა, რომ „უი, რაღაც დაგავიწყდა”, კუნძულზე ჩარბენას მეორედ ვეღარ მოახერხებ და მნიშვნელოვანი დეტალის დათმობა მოგიწევს. შესაბამისად, გუნდი სრულიად მობილიზებული იყო გადაღებების პერიოდში და ცდილობდა, მაქსიმალურად წარმოეჩინა მთავარი სათქმელი, შეექმნა ის გარემო, რომელიც ამ ვიდეორგოლის მაყურებელს აუცილებლად მოანდომებდა „ინდიგოს” გასინჯვას. 

საბოლოო ჯამში, ვიდეორგოლი ისეთი გამოვიდა, როგორი მოლოდინიც ჰქონდა როგორც დამკვეთს, ისე შემსრულებელს. კამპანია ჩაშვებულია, მესიჯები გაგზავნილია და ისღა დარჩა, რომ ახლა მომხმარებელმაც შეაფასოს პროდუქტი, განიცადოს ის ემოცია და შეგრძნებები, რომლებიც კლიპშია ასახული, დარწმუნდეს, რომ ინდიგოს ნაყინი, მართლაც, „ერთი დიდი სიამოვნებაა”.

[R]

Google-ის „AI ნათლია” მოსალოდნელი ტექნოლოგიური საფრთხეების გამო სამსახურს ტოვებს!

ნახეთ: იტალიური რენესანსისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი