in ,

ინდივიდუალური ბოთლი ყველა ტურისტისთვის – Heineken-ის ორიგინალური კამპანია

ამსტერდამი, Heineken-ის მშობლიური ქალაქი და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მოსანახულებელი ადგილი. ყოველდღიურად ამ მიმზიდველ ქალაქს ათასობით ტურისტი სტუმრობს, მათი საყვარელი საქმიანობა, დათვალიერებასთან ერთად, უგემრიელესი ადგილობრივი Heineken-ის დაგემოვნებაა. ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა ტურისტებისთვის კიდევ უფრო მეტი პატივი ეცა და რაოდენობითაც მეტი მოეზიდა, ამიტომ ძალიან ორიგინალური, რაც მთავარია, მაცდური კამპანია შექმნა. ადგილობრივი ტურისტული კომპანიების დახმარებით, ბრენდმა წინასწარ შეიტყო, ვინ აპირებდა ამსტერდამის სტუმრობას, შემდეგ თითოეულ მათგანს სათითაოდ გაუგზავნა შეტყობინება და ძალიან მიმზიდველი წინადადება შესთავაზა, რაც პერსონალური ლუდის შექმნას გულისხმობდა. სწორედ ასეა, კომპანიამ გადაწყვიტა ყველა ტურისტისთვის ინდივიდუალური ბოთლი შეექმნა, სახელითა და სხვა დეტალური ინფორმაციით. ამასთან, შეფუთვაში ქალაქის რუკა და ის მნიშვნელოვანი თუ საინტერესო ადგილებიც შეიტანა, რაც ამსტერდამში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოს ადამიანმა.

 

კანის ფესტივალის გრან პრი სოციალურ კამპანიას The Immunity Charm

გაუფრთხილდი გარემოს! დაფიქრდი, სანამ გადააგდებ! – ბათუმის ბულვარის ვიდეორგოლი