in

ინდოელი დიზაინერის დამამშვიდებელი ილუსტრაციები გვახსენებს, როგორ დავტკბეთ ცხოვრებით

ინდოეთში მცხოვრები დიზაინერი, სუმირაჯ ვიშუაკარმა ციფრულ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც არის დინამიკური, აღნიშნავს ყოველდღიური ცხოვრების იმ ეპიზოდებს, რომლებიც პრობლემებს გვავიწყებს და გვახსენებს, რომ დავტკბეთ მომენტებით.

BOG
BOG

თავის ხელოვნებაში ის ნათელ პეიზაჟებს იყენებს, რომლებშიც ფერადი და დეტალური ტონები დომინირებს. მას გადავყავართ მშვენიერ სამყაროებში, რომელიც ფლორითა და ფაუნითაა სავსე და იმ ადგილებს ჰგავს, რომლებზეც ხშირად გვიოცნებია. მისი შთაგონების წყაროა აკვარელის ნახატები, რომელთა სრულყოფილების გამეორებასაც ციფრულ ილუსტრაციებში ცდილობს.

„ჩემი ფერთა პალიტრა ძირითადად შედგება მწვანე ფერისგან და ასევე ტროპიკული და მდუმარე ტონებისგან”, – ამბობს არტისტი.

თავად ილუსტრატორი გაიზარდა ქალაქში, სადაც წარმტაცი ბუნება და სიმწვანე იყო, ამიტომ მის შემოქმედებაზე გავლენას სწორედ ეს მშობლიური გარემოც ახდენს.

„მსურს ჩემი ნამუშევრებით იმედი და სიმშვიდე გავაღვივო ხალხში”, – აცხადებს დიზაინერი.

თუ სუმირაჯის შემოქმედებას დაათვალიერებთ, თქვენც იგრძნობთ იმ სიმშვიდეს, რომელზეც ის საუბრობს, სიმშვიდეს, რომელიც ახლა ყველას გვჭირდება.

 

 

ნახეთ: მთვარის კონცეფციით შთაგონებული დინამიკი

Apple-ის მომხმარებლისთვის 123 ახალი ემოჯი იქნება ხელმისაწვდომი