23
May
2019

ინდონეზიამ Facebook, WhatsApp და Instagram დაბლოკა

23 May 2019

ინდონეზიამ ქვეყანაში Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა. TechCrunch-ის ცნობით, აღნიშნულის საფუძველი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაა. ჯაკარტაში ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადადგეს. თავად Facebook კი მისი სოციალური ქსელების დაბლოკვას არ ადასტურებს.

ინდონეზიაში საპროტესტო აქციები და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა – ჯოკო ვიდოდომ გაიმარჯვა. არჩევნები აპრილში ჩატარდა და მოქალაქეები მის შედეგს მას შემდეგ აპროტესტებენ. გუშინ, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. სამართალდამცავებმა საპასუხოდ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 

განხილვა