in

ნაახალწლევს, სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება ბევრად კომფორტულია, თუ inDrive.Intercity-ს მოსინჯავ

inDrive-ის შესახებ ალბათ უკვე ყველას სმენია, რომელიც დაახლოებით 1 წელია გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. ის სატრანსპორტო სერვისია, კომპანიის მუშაობის პრინციპი მძღოლებისა და მგზავრების ინდივიდუალურ დაკავშირებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ inDrive-ის მძღოლისთვის მგზავრობის საფასურის შეთავაზება თავად შეგიძლიათ. ის ხშირად გხვდება ქუჩებშიც და სოციალურ ქსელებშიც, ამიტომ დღეს დეტალურად იმის მოყოლას არ დავიწყებთ, თუ რა არის „ინდრაივი” და როგორ უნდა გამოიყენოთ. ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ, რომ ეს არის სატრანსპორტო გამოძახებისა და გადაადგილების სერვისი, რომელიც მთელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული და საქართველოშიც ახლა იკიდებს ფეხს.

მთავარი თემა, რომელზე საუბარიც ამ სტატიაში გვსურს, „ინდრაივის” იმ ფუნქციას ეხება, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს. ამ ფუნქციას inDrive.Intercity (საქალაქთაშორისო) ეწოდება და მისი მიზანი ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვა და კომფორტულად განხორციელებაა. მისი დახმარებით, ქალაქებს შორის გადაადგილება პრობლემური აღარ არის და ამისთვის არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც საკუთარი ავტომობილი გყავდეთ.

ახლა კი უფრო დეტალურად ამ კონკრეტული სერვისის შესახებ:

ნაბიჯი 1 – ხსნით აპლიკაციას და მენიუში ირჩევთ სერვისს Intercity;

ნაბიჯი 2 – ავსებთ მგზავრობისთვის გამოყოფილ საინფორმაციო ველებს;

ნაბიჯი 3 – ელოდებით შემოთავაზებებს;

 

ნაბიჯი 4 – მას შემდეგ, რაც გაეცნობით შემოთავაზებებს „ინდრაივის მძღოლებისგან, ირჩევთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს. აქვე უნდა გითხრათ, რომ აპლიკაციაში მძღოლისთვის თქვენთვის მისაღები ფასის შეთავაზებაც შეგიძლიათ, რაც კიდევ დამატებით უპირატესობას გაძლევთ, როგორც მომხმარებელს.

ნაბიჯი 5 – შერჩეული ვარიანტის შემდეგ აპლიკაცია სრულ ინფორმაციას გაწვდით მძღოლის შესახებ;

ნაბიჯი 6 – თქვენ მგზავრობთ კომფორტულად და მგზავრობის დასასრულს რეიტინგის მინიჭება შეგიძლიათ, რათა კომპანიამ გაითვალისწინოს თითოეული მგზავრის შეფასება, გამოცდილება და შესაბამისი რეაგირება იქონიოს საჭიროების შემთხვევაში. ყველა მომხმარებელს შესაბამის განყოფილებაში უჩანს განხორციელებული მგზავრობების ისტორია, ესეც იმისთვის, თუ დაგჭირდათ, გახსენება, სად იყავით, რამდენი გადაიხადეთ და ა.შ.

 

სულ ესაა. ამ ნაბიჯების ტექსტად აკრეფას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე აპლიკაციაში მომხმარებელს დასჭირდება, რადგან შეკვეთის გაფორმება წამებში შეგიძლიათ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და Intercity-ს სხვა სასარგებლო ფუნქციებიც აქვს.

ამჟამად, როცა ახალი წელი მოვიდა, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა. საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, უფრო მოსახერხებელი იყოს საქალაქთაშორისო ტაქსის გამოძახება, რადგან ეს აგარიდებთ დაღლილობას, „საჭესთან ვარ, ვერ დავლევ” – ფრაზებს და თქვენს გადაადგილებას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

ამასთან, „ინდრაივი” საშუალებას გაძლევთ, ქალაქიდან ქალაქში ამანათებიც გაგზავნოთ. თუ თავად ვერ მიგაქვთ საჩუქარი ახლობლებთან, გაატანეთ „ინდრაივის” მძღოლს და გაახარეთ საყვარელი ადამიანები, რომლებიც თქვენგან მოშორებით ცხოვრობენ.

ინდრაივი”, ამჟამად, შემდეგი მიმართულებებით მოძრაობს საქართველოში: თბილისი-ბათუმი და პირიქით; თბილისი-ქუთაისი და პირიქით; თბილისი-ბაკურიანი, თბილისი-ქუთაისის აეროპორტი; თბილისი-ერევანი, თბილისი-გუდაური, ბათუმი-ქუთაისი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-მესტია, თბილისი-თელავი. 

ასე რომ, დაგეგმეთ მგზავრობა „ინდრაივთან” ერთად და იმოგზაურეთ მშვიდად როგორც მარტომ, ისე ახლობლებთან ან უბრალოდ, თანამგზავრებთან ერთად.

[R]

კუსამა Louis Vuitton-ის მაღაზიებს წერტილებით ხატავს

Working With Cancer — რა დილემას აწყდებიან ადამიანები დიაგნოზის დასმის შემდეგ?