inDrive, გლობალური მობილობისა და ურბანული სერვისების პლატფორმა, data.ai-ის მიხედვით (ყოფილი App Annie), მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ტრანსპორტირების აპლიკაცია გახდა 2022 წელს. აპლიკაციას ყოველწლიურად ჩამოტვირთვების 45%-იანი ზრდა ჰქონდა — 2021 წელს არსებული 42.6 მილიონიდან 2022 წელს 61.8 მილიონამდე გაიზარდა. Google Play-სა და App Store-ის მონაცემების მიხედვით კი, (ჩინეთში მხოლოდ App Store), ჩამოტვირთვების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე აპლიკაცია გახდა.
ამასთან, inDrive ყველაზე ჩამოტვირთვად აპლიკაციებს შორის იყო მაროკოში, პერუში, პანამაში, ნიკარაგუაში, ეკვადორში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, პაკისტანში, ნეპალში, ნამიბიასა და ბოტსვანაში.
არსენ ტომსკი, inDrive-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აცხადებს:
„გამოწვევებით სავსე მაკრო გარემოს მიუხედავად, data.ai ხაზს უსვამს ჩვენი მიდგომის წარმატებას, რომელსაც ახალ გეოგრაფიულ ადგილებზე გაშვებითა და არსებულ ბაზრებზე ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებით მივაღწიეთ. inDrive-ში ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ ყველას, ვინც აპლიკაციას გამოიყენებს, დაწყებული ჩვენი მგზავრებისა და მძღოლებისგან, დამთავრებული ჩვენს აპლიკაციაზე მომუშავე ადამიანებით, ჰქონდეს მეტი კონტროლი ფასებზე, რათა შეთანხმდნენ ზუსტად იმ თანხაზე, რომელსაც ორივე მხარე სამართლიანად მიიჩნევს.
მოხარული ვარ, რომ inDrive ყველაზე ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა მსოფლიოს მასშტაბით ათზე მეტ რეგიონში. ჩვენ გავედით სხვა ბაზრებზეც, რათა მობილობა ყველა ადამიანისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. გვწამს, რომ ყველას აქვს უფლება, მიიღოს ხელმისაწვდომი მომსახურება. ჩვენ ამ გზას გავყვებით 2023 წელსაც და მივაღწევთ უფრო მეტ ადამიანამდე მსოფლიოში“.
inDrive-მა სწრაფ ზრდას 2022 წელს მთლიანი შემოსავლის 88%-იანი წლიური ზრდით მიაღწია. კომპანიის ქვეყანათა რაოდენობა 37-დან 47-მდე გაიზარდა, ამიტომ inDrive-მა გუნდი 2022 წელს 1000 თანამშრომლით გააფართოვა და სულ 2700 დასაქმებული ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 17 ოფისში არიან განაწილებულნი.
გასულ წელს ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ inDrive-მა გააფართოვა თავისი შეთავაზება მგზავრებისა და ტვირთის ტრანსპორტირების, მიწოდებისა და ხელოსანთა მომსახურებიდან სამსახურის შეთავაზებებამდე და სხვა სერვისებამდე. თანაც, ეს კომპანია სულ ახლახან რებრენდირდა inDriver-იდან (Independent Drivers) inDrive-მდე (Inner Drive), რათა უკეთ გადმოეცა თავისი მისია.
inDrive-ის შესახებ
inDrive გლობალური მობილობისა და ურბანული სერვისების პლატფორმაა, რომლის სათავო ოფისი Mountain View-ში, კალიფორნიაში მდებარეობს. 150 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვით, inDrive-ის აპლიკაცია მეორეა მსოფლიოში ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებს შორის. მგზავრობასთან ერთად, inDrive გთავაზობთ ურბანული მომსახურებების გაუმჯობესებულ ჩამონათვალს, რაც მოიცავს საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას, ტვირთის გადაზიდვას, დამხმარე ასისტენტებს, მიწოდებასა და დამსაქმებლების პოვნას.
inDrive ოპერირებს 700-ზე მეტ ქალაქში 47 ქვეყნის მასშტაბით, სადაც ის მხარს უჭერს ადგილობრივ საზოგადოებებს გადახდის მოდელისა და საზოგადოების გაძლიერების პროგრამების მეშვეობით. ეხმარება განათლების, სპორტის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებას, ზრუნავს გენდერული თანასწორობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
data.ai-ის შესახებ
data.ai-ის ხედვას მომხმარებელთა და ბაზრის შეხედულებების გამჟღავნებით ციფრული ლანდშაფტის გაუმჯობესება წარმოადგენს, რათა კონკურენტული უპირატესობები მობილურ და ყველა ციფრულ არხზე გლობალურად, AI-ის გამოყენებით დააჩქაროს. „ჩვენ გულმოდგინედ ვემსახურებით კომპანიებს, რათა შევქმნათ მომგებიანი ციფრული გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის“.
[R]