in

inDriver: „ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დამკვეთისა და შემსრულებელისთვის უფრო სამართლიანი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.“

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ბაზარზე inDriver-ის სატრანსპორტო სერვისი გამოჩნდა. კომპანიის მუშაობის პრინციპი მძღოლებისა და მგზავრების ინდივიდუალურ დაკავშირებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ inDriver-ის მძღოლისთვის მგზავრობის საფასურის შეთავაზება თავად შეგიძლიათ. inDriver, რომლითაც 45 ქვეყნის 100 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, აქტიურად ეძებს ადგილობრივ მძღოლებს და საქართველოში მგზავრობის სერვისს აფართოებს. ამ დროისათვის, კომპანიასთან თანამშრომლობა მძღოლებს უფასოდ შეუძლიათ, ხოლო შემდეგ, დაბალი საკომისიოს გადახდა შეეძლებათ. inDriver-ის დაფუძნება ბაზარზე ტაქსის სერვისის გაძვირებას უკავშირდება, რამაც მისი დამფუძნებლები შთააგონა მგზავრობისთვის, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, სამართლიანი შეთვაზების საშუალება შეექმნა. მაინც, როგორ ვითარდება inDriver საერთაშორისო ბაზარსა და საქართველოში, დსთ-ს რეგიონში „ინდრაივერის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, გიორგი დუდაიტმა გვიამბო. 

M: როგორ განვითარდა „ინდრაივერი“ დაარსებიდან დღემდე?

„ინდრაივერის“ შექმნის ისტორია უშუალოდაა დაკავშირებული კომპანიის ბიზნეს-მოდელთან, რომლის მიხედვითაც მგზავრობის ღირებულებაზე მომხმარებლები უშუალოდ თანხმდებიან, ყოველგვარი გაუგებარი კომპიუტერული ალგორითმების ჩართულობის გარეშე.

ისტორია ასე დაიწყო: 2013 წელს, ძლიერი ყინვების დროს, ტაქსის მომსახურების ღირებულება ორჯერ გაიზარდა. რამდენიმე კომპანიამ სინქრონულად გაზარდა ფასები განმარტებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მომხმარებლებს ეს ძალიან არ მოეწონათ. საპასუხოდ, მათ სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი, სადაც მგზავრები წერდნენ, თუ სად სურთ გამგზავრება და უთითებდნენ მათთვის მისაღებ ფასს. მძღოლებმა დაიწყეს ამ მოთხოვნების მიღება. ჯგუფს ერქვა „დამოუკიდებელი მძღოლები“ (აქედან წარმოიშვა მომსახურების სახელწოდება: independent drivers – inDriver, „ინდრაივერი“).

ამგვარად, სოციალური ქსელის ჯგუფიდან გაჩნდა მგზავრობის გამოძახების საერთაშორისო მასშტაბის მომსახურება, შემდეგ კი სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო მომსახურების გლობალური დონის ინტერნეტ პლატფორმა. დღესდღეობით, „ინდრაივერის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი განსხვავებული მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, არა მხოლოდ ქალაქში გადაადგილებით და საქალაქთაშორისო მგზავრობებით. ეს სერვისები თანდათან ჩნდება ქვეყნებში, სადაც „ინდრაივერი“ მოქმედებს, დროთა განმავლობაში საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი. სხვათაშორის, საქართველოში ამჟამად ასევე ხელმისაწვდომია „inDriver.კურიერის“ მომსახურება.

M: რა ტიპის ბიზნეს-მოდელი ეხმარება „ინდრაივერს“ მსოფლიოს გარშემო ეფექტური მომსახურების შეთავაზებაში?

ჩვენი ბიზნეს-მოდელი სამ მარტივ პრინციპს ემყარება. პირველ რიგში, მგზავრობის ფასზე მგზავრი და მძღოლი ერთმანეთში თანხმდებიან, ამასთანავე, სასურველ საფასურს მგზავრი აჟღერებს.

მეორეც, ჩვენ, ალბათ, მსოფლიოში მომსახურების ყველაზე დაბალი სერვისის გადასახადი გვაქვს. ჯამში, ყველა გადასახადთან ერთად, 12%-ს არ აღემატება. როგორც წესი, კონკურენტებთან 25-30%-ია, ზოგჯერ – მეტი.

და მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ გარიგების ყველა მონაწილისთვის ყველა პირობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანია. მაგალითად, მძღოლები ეგრევე ხედავენ მგზავრობის მარშრუტს, ხოლო სხვა სერვისებში ამ ინფორმაციის მიღება ყოველთვის ლატარეის მსგავსია.

M: რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მისია – სამყაროში უსამართლობის დონის შემცირებაა. ვპოულობთ ისეთ სფეროებს, სადაც მსხვილი მოთამაშეები სარგებლობენ საკუთარი დომინანტური მდგომარეობით და მომხმარებლებს პარტნიორობის კაბალურ პირობებს სთავაზობენ. ასეთ ნიშებში ვიკავებთ ადგილს და ვიწყებთ მოქმედებას კონკურენტებისგან საპირისპირო მეთოდებით: ხალხს ვთავაზობთ მაქსიმალურად სამართლიან პირობებს. ჯამში, ვერც კონკურენტები გვებრძვიან, რადგან საკუთარი ბიზნეს-მოდელის მძევლები არიან, და მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურებით. ხალხი ერთმანეთს ატყობინებს ჩვენი სერვისის შესახებ და ასეთი ზეპირი გადაცემა ძალზედ გვეხმარება.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დამკვეთისა და შემსრულებელისთვის უფრო სამართლიანი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

M: რატომაა ქართული ბაზარი საინტერესო თქვენი ბიზნესისთვის? რა პერსპექტივებს ხედავთ თქვენი კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე?

ჩვენთვის საინტერესოა ყველა ბაზარი, სადაც აღინიშნება უსამართლობა, რომელზედაც წეღან ვისაუბრე. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. დღესდღეობით, ჩვენი სერვისი უკვე 45 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველოში ჩვენი ამოქმედება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

აქ ფართოდაა გავრცელებული შიდა ტურიზმი. ვფიქრობ, საქალაქთაშორისო მგზავრობის სერვისი განსაკუთრებულად მოთხოვნადი იქნება.

M: დამატებით რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

კონკრეტულად საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი სერვისია მგზავრების ქალაქში გადაადგილება და საქალაქთაშორისო მგზავრობები. სხვა ქვეყნებში ასევე ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: საკურიერო მიწოდების, სატვირთო გადაზიდვის, საყოფაცხოვრებო რემონტისა და ავტომობილის ხელოსნების მოძიებას, ოსტატებს სილამაზის სფეროდან და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში ახალ სერვისებს ვნერგავთ. მაგალითად, ამჟამად, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში „inDriver.მარკეტის“ სერვისს ვაკვირდებით. ესაა ონლაინ პლატფორმა, სადაც გამყიდველებს შეუძლიათ საკუთარი ნაწარმის გამოფენა და „inDriver.კურიერის“ მეშვეობით მიწოდება.

M: რა გეგმები გაქვთ საქართველოს ბაზართან მიმართებაში?

ჩვენი მიზანია „ინდრაივერი“ სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო მომსახურების გლობალური დონის ონლაინ პლატფორმად გადავაქციოთ. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში საქართველოშიც გავაფართოვებთ შეთავაზებული სერვისების სიას. ამ დროისათვის, მგზავრების ქალაქში გადაადგილების სერვისი მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი, თუმცა ზაფხულის ბოლომდე ასევე ვგეგმავთ ჩვენი მომსახურების ბათუმში ამოქმედებას.

M: ფეისბუქზე აქტიურად ეძებთ ქართველ მძღოლებს. რითაა თქვენი კომპანია მათთვის საინტერესო?

მომსახურების ყველაზე დაბალი საკომისიო – 12%-ია. ამასთანავე, ჯერჯერობით, საქართველოში მომსახურების მოსაკრებელს არ ვართმევთ, ანუ მძღოლები ჩვენთან უფასოდ თანამშრომლობენ.

გვაქვს სამართლიანი პირობები: მძღოლი თავად წყვეტს, თუ რომელ შეკვეთას მიიღებს, პირადი სურვილებიდან გამომდინარე, მაგალითად, მარშრუტის, მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით და ა.შ.

M: თქვენი ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრი ყაზახეთშია განთავსებული. რატომაა ეს ადგილმდებარეობა თქვენი ბიზნესისთვის საინტერესო?

დღესდღეობით, „ინდრაივერი“ 45 ქვეყანაში ოპერირებს. ცხადია, ასეთი ფართო ქსელის ეფექტურად მართვისთვის საჭიროა ოფისების დეცენტრალიზება. ამიტომ ვქმნით დიდ ცენტრებს, საიდანაც იმართება მაკრორეგიონები. მაგალითად, მექსიკაში მდებარე ჩვენი ცენტრი მართავს ლათინური ამერიკის ბაზარს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ცენტრიდან კი აფრიკის ბაზარი იმართება. ყაზახეთიდან – დსთ-ს ბაზრები.

ყაზახეთი ობიექტური მიზეზების გამო შევარჩიეთ. პირველ რიგში, ყველაზე დიდი ბაზარია ჩვენი კომპანიისთვის დსთს ქვეყნებს შორის, ასევე უდიდესი ბაზარია მსოფლიოს მასშტაბით. მეორეც, ყაზახეთში ჩვენი პირველი ოფისი 8 წლის წინ გავხსენით. ქვეყნის მთავრობა ქმნის კომფორტულ პირობებს უცხოური კომპანიებისთვის. ზოგადად, მრავალი ინდიკატორის მიხედვით, ცენტრის შესაქმნელად ოპტიმალური ადგილია.

M: საქართველო, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საინტერესოა კავკასიის რეგიონზე გამიზნული ბიზნესისთვის. ხომ არ განიხილავთ კომპანიის კავკასიაში გაფართოვებას?

კავკასიაში თითქმის ყველგან ვართ წარმოდგენილი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. ვგეგმავთ, წელს, თურქეთში ჩვენი სერვისი ავამოქმედოთ. ირანი ჯერ არ განიხილება. შეიძლება ითქვას, მთელი კავკასია ასე თუ ისე უკვე დაფარულია.

საქართველო საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, სადაც ხშირად სარგებლობენ მობილური აპლიკაციებით და ასევე, დიდია ტურისტული ნაკადი. მრავალი პარამეტრის გათვალისწინებით, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მზად ვართ სერიოზული ინვესტირებისთვის ბაზრის არსებითი წილის დასაკავებლად. მთავარია,  აქ უკვე მოქმედებენ დომინანტური სერვისები, რომლებმაც დაიწყეს მომხმარებლებისთვის უსამართლო პირობების შექმნა. ეს ნიშნავს, რომ კარგი შესაძლებლობა გვაქვს მათი სტატუს-კვოს მოსარღვევად.

„გაქცეული პატარძალი” Nissan-ის ახალ რეკლამაში

მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი გადაშენების პირასაა!