მეტრო სტუდიამ საქართველოში ინდური ფილმი გადაიღო, კომპანია უკვე წლებია თანამშრომლობს ბოლივუდთან, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი სრულად საქართველოშია დამზადებული. მარკეტერი კომპანიის ხელმძღვანელს ნიკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
M: როგორ მოხდა ეს გადაწყვეტილება?
ჩვენ მათთან ერთად გავაკეთეთ 3 ფილმი, სადაც ჩვენ გავუკეთეთ სრული მომსახურეობა, გამოცდილების მიღების და ფინანსური მოძლიერების შედეგად გადავწყიტეთ გადაგვეღო ჩვენი ფილმი, რომელიც განთავსდება ინდოეთში. Bollywood-ი ჩვენი პარტნიორია და შესაბამისად მათი ინტერესიც არის ჩვენ გავხდეთ მწარმოებლები.
M: რატომ გადაწყდა რომ კონკრეტულად ქართველებს და საქართველოში გადაეღოთ ეს ფილმი?
საქართველოში გადაწყდა იმ მიზეზით რომ წლებია ვთანამშრომლობთ და ეს მიიღებს სისტემატიურ ხასიათს, დაახლოებით არის საუბარი წელიწადში 5-6 ფილმის წარმოებაზე.
M: რა არის სამომავლო გეგმები და როგორ გეგმავთ bollywood-თან მუშაობის გაგრძელებას?
სამომავლო გეგმები როგორც გითხარით არის წელიწადში 5-6 ფილმის წარმოების შესაძლებლობა…ეს მოითხოვს როგორც ადამიანურ შესაძლებლობების გაზრდას, ასევე ტეკნიკურ მატერიალური ბაზების გაძლიერებას. ჩვენ ძალიან რეალისტურად ვუყურებთ სიტუაციას და ვფიქრობთ ეს გზა ყველაზე მალე მიგვიყვანს ყველას ოცნებასთან, რასაც ჰოლივუდისთვის ფილმების წარმოება ქვია.










