in ,

ცვლილებები, რომლისთვისაც მზად ვართ – Industry 4.0

ნინო გვაზავა
M2
M2

კაცობრიობის განვითარების ტემპი და ისტორია ყოველთვის „ტექნოლოგიებზე“ იყო და არის დამოკიდებული და ეს ტემპი თავისთავად, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირია. პირველ ტექნოლოგიური ნახტომის მაგალითებად ცეცხლის დამორჩილება, შემდგომ კი ბორბლის გამოგონება მახსენდება, რაც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ბოლო 4 საუკუნეში კი ეს ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა, რამაც ცხოვრების დონის მნიშვნლოვნად გამოუჯობესებამდე მიგვიყვანა.

უკანასკნელ 4 საუკუნეს, ტექნოლოგიების ჭრილში, 4 დიდ ერად – ინდუსტრიულ რევოლუციებად ყოფენ:

პირველი – ორთქლის ძრავის გამოგობენამ, მე-18 საუკუნეში, კაცობრიობის ინდუსტრიალიზაცია და აგრარული მეურნეობებიდან საწარმოებში გადმოდინება განაპირობა. შედეგად, ადამიანთა დიდი ნაკადი პერიფერიებიდან ქალაქებისკენ დაიძრა, სამსახურის ძიებაში; შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და განვითარდა საშუალო ფენა. ამას მოყვა რეფორმები განათლების სისტემაში, სამართალში და მათ შორის, მონობით ვაჭრობას საბოლოოდ დაესვა წერტილი. ნახშირზე მომუშავე ძრავამ გნაპირობა რკინიგზის განვითარება, რამაც დაკავშირებული მხარეებისთვის უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩინა.

მეორე – დაახლოებთ, ერთი საუკუნის შემდეგ, კაცობრიობამ ენერგიის უფრო ეფექტურ წყაროს მიაკვლია – ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია. ამასთანავე, ქიმიური სინთეზების და კომუნიკაციის მეთოდების სწრაფმა განვითარებამ მეორე ინდუსტრიულ რევოლუციის სახით მოგვიტანა ტელეგრამა, ტელეფონი, მოგვიანებით კი ავტომობილი და თვითმფრინავი, მკვეთრად განვითარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ყველაფრის შედეგად, კაცობრიობა კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებული გახდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ოკეანის ქვეშ პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრამის კაბელი ჩაიდო ირლანდია-ამერიკის დასაკავშირებლად და კონტინენტთაშორის კომუნიკაციის დრო დღეებიდან წუთებზე შემცრიდა.

მესამე – ატომური ენერგიის გამოყენებით და ნახევარგამტარების განვითარებით, მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან, კაცობრიობას საშუალება მიეცა დედამიწის საზღვრებს გასცდენოდა. ციფრულმა რევოლუციამ, პრაქტიკულად, ყველა ინდუსტრიაზე იქონია გავლენა და თითოეულ მათგანში, თუ მთლიანად გადასხვაფერება არა, ეფექტიანობის ზრდა გამოიწვია. მესამე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც კაცობრიობას კომპოუტერები მოუტანა, გახდა საფუძველი იმ ყველაფრის, რაც დღეს ჩვენს ციფრულ ყოველდღიურობას წარმოადგენს.

მეოთხე – ეს უკანასკნელი კი ყველაზე საინტერესო ერაა – ციფრული, ბიოლოგიური და ფიზიკური ინოვაციის ერთბლიობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და სადაც რევოლუციის მამოძრავალები „ენერგია“ ინტერნეტია. რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს უქმნის ადამიანს, უხსნის ყოველგვარ გეოგრაფიულ თუ ლეგალურ ბარიერს და აძლევს საშუალებას გახდეს იმ კულტურის, საზოგადოების თუ იდეის ნაწილი, რომელიც სურს. ვირტუალური რეალობა, ტელეფონები, რომლებიც უკვე სხეულის ნაწილადაც კი განიხილება, ხელოვნური ინტელექტი და კოლოსალური რესურსები, რაზეც ინტერნეტის საშულაებით გვაქვს წვდომა, საოცართან ერთად ზოგჯერ საშიშიც კი შეიძლება გვეჩვენოს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვრჩებით და ვფიქრობთ, რომ კაცობრიობა მსგავს ვითარებაში აქამდე არასდროს ყოფილა, არ გვაქვს დაახლოებითი ისტორიული გამოცდილებაც კი იმის შესახებ, რამდენად ავის, ან კარგის მომასწავებელი შეიძლება იყოს ის ტექნოლოგიური მომავალი, რომლის შექმნაშიც ყოველდღიულად ასე აქტიურად ვართ ჩართული.

თითოეული ადამიანისთვის შესამჩნევია, როგორ შეცვალა ტექნოლოგიებმა მისი ყოველდღიურობა და სამუშაო გარემო. ამ ცვლილებაში კი ტენდენცია ცალსახაა, ვერც დავასახელებთ ინდუსტრიას, რომელიც რევოლუციის შედეგად არ გაუმჯობესდა, უფრო ეფექტური და ეფექტიანი არ გახდა: აგრარულიდან –  ინდუსტრიულში, ხელით წარმოებიდან – ავტომატიზაციამდე, ფეხით გადაადგილებიდან – თვითმფრინავამდე და ასე შემდეგ, კაცობრიობის მიგრაციამ ახალ ერაში განაპირობა ის, რომ ყოველ ჯერზე, ადამიანი თავიდან იცილებს შედარებით მარტივ, რუტინულ, არაშემოქმედებით სამუშაოს და ეძლევა გამოწვევა კონცენტრირდეს სიახლეზე, გახდეს ცვლილების ნაწილი, ან შექმნას ცვლილება.

ეს ტენდენცია იკვეთება ტექნოლოგიების „შემოქმედი“ ადამიანების ყოველდღიურობაშიც, მათთან, ვინც ამ რევოლუციის ფრონტის ხაზთან დგანან, ანუ მეცნიერები, დეველოპერები, ინჟნრები, არქიტექტორები. მათ საქმიანობაშიც კი შემოდის კომპლექსური ავტომატიზაციის ინსტრუმენტები. უნდა ეშინოდეთ? არანარიად. სტატისტიკის თანახმად, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანები, დღეისათვის, თავიანთი საქმის 70%-ს არაპროდუქტიულ სამუშოას შესურლებაში, არსებული სისტემების სტაბილურად შენარჩუენებაში ხარჯავენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს აქვთ შეხება კაცობრიობის დღეისათვის ყველაზე ინოვაციურ სფეროებთან, ამ დროის გამოთავისუფლება მათთვის მხოლოდ ახალი შესაძებლობების გაჩენას ნიშნავს.

რაც გასულმა ათწლეულებმა ტექნოლოგიების შესახებ გვასწავლა – კონვეირი, რაკეტა თუ ტელეფონი, ისაა, რომ ტექნოლოგიები აქაა იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ვიყოთ უფრო რეალიზებული, ბედნიერი, დაცული და მეტი სინერგიით გამოვიყენოთ ის სიბრძნე, რაც კაცობრიობამ დააგროვა.

აქამდე არასდროს ყოფილა შესაძლებელი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ ან სასურველი სფეროს შესწავლა თვეში 10$-ად, არ ყოფილა შესაძლებელი რამდენიმე საათში ნიბისმიერი სასურველი ნივთის სახლიდან გაუსვლელად შეძენა, მაგიდას მოშორების გარეშე დედამიწის ნახევართან დაკავშირება და აზრების გაცვლა. პრაქტიკულად, გაქრა უამრავ ინდუსტრიაში შესვლის ბარიერები და რაც ყველაზე მნიშნელოვანია – ენტრეპრენერიზმი – ახლის შემქნა და კაცობრიობისთვის დამატებითი ღირებულების მოტანა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

ეს პორცესი კიდევ უფრო საინტერესოა გლობალური ინტერესების, კოპრორაციების თუ ქომიუნითების ჭრილში – ადამიანების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო ხდება პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით. ამისათვის იდეის თუ კონცეპტის გაზიარებაა საჭირო და ადამიანი მსოფლიოს ზუსტად მეორე ბოლოდან, რომელსაც იგივე სატკივარი თუ გამოწვევა აქვს, ერთვება პრობელიმის გადაჭროსა თუ იდეის განვითარების პროცესში. რაც აქამდე შეუძლებელთან ერთად წარმოუდგენელიც იყო, ან კოლოსალურ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, დღეს crowdsourcing-ის ბენეფიტებში გამოიხატება.

ბოლო დღეებში ვხედავთ რომ კორონავირუსის პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლისათვის კომპანიები მასიურად მიმართავენ ე.წ. Smart Work-ის სტრატეგიას და გადადიან სახლიდან მუშაობაზე/სწავლაზე, რაც ხშირ შემთხვევაში, მომენტალურადვე არის მიღწევადი და რაც მთავარია ისე, რომ ბიზნეს დანაკარგები იყოს მინიმალური. ბევრ ადამიანს პირველად უწევს სახლიდან მუშაობა, რაც, თავისთავად, მცირედ ადაპტაციას მოითხოვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება დაგვანახებს მეტ შესაძლებლობას, მეტ არჩევანის საშუალებას ინდივიდის ყოველდღიურობაში, რომ ნაცვლად სავალდებულო 10-დან 7-მდე სამსახურისა, პიროვნებამ თვითონ აირჩიოს და განკარგოს რა დროს დაუთმობს ფიზიკურად ოფისში ყოფნას და რა დროს დაუთმობს სახლიდან ან სხვა ლოკაციიდან მუშაობას, რაც შეიძლება ხშირაც ნაკლებ სტრესში და მეტ პროდუქტიულობაში აისახოს.

სწრაფ ტექნოლოგიურ განივთარებას მოყვება როგორც სოციალური, ასევე ტექნოლოგიური რისკები, თუმცა, ამასთანავე, მოყვება ბენეფიტები, რასაც ინდივიდი, პრაქტიკულად, აქამდე წარმოუდგენელი რესურსების და შესაძლებლობების სახით იღებს. ეს, ჩემი აზრით, გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ ვუდი ალენის ფილმის Midnight in Paris-ის გმირებისგან განსხვავებულიად, რომლებიც რომანტიზმით შებყრობილნი მუდმივად წინა პერიოდებს შენატროდნენ. ყოველი ერა, რომელიც ტექნოლოგიურმა პორგრესმა მოგვიტანა არის მეტი არჩევანის, თავისუფლების მომტანი და მჯერა, რომ პროცესები, იდეები რომლებიც დღეს იყრის საფუძველს, ფუნდამენტურად შეცვლის რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ინდივიდის თავისუფლების და ტექნოლოგიური შესაძებლობების დღევანდელი დონე კი მარწმუნებს, რომ ცხოვრება ამ რეალობაში არის უფრო საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე, ვიდრე ოდესმე.


ავტორი: ნინო გვაზავა – მარკეტერის კონტრიბუტორი

5 ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ევროპაში, რომელზეც უნდა იცოდეთ

საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის ახალ მოდელზე გადადის