in

ინეს ბაღი — „ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ინოვაციურ სასწავლო გარემოს ქმნიან“

ინეს ბაღი“ 2020 წელს გამოჩნდა ბათუმში და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საბავშვო ბაღია ქალაქში. დაარსებიდან მალევე მიიქცია მშობლებისა და ბავშვების ყურადღება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ აქ 1 წლით ადრე ყველა ჯგუფი შევსებულია.

საბავშვო ბაღის დამფუძნებელი ინესა ბაჯელიძეა. 15-წლიანი გამოცდილებით, ინესას ადრეული განათლებისადმი გატაცებამ და სიყვარულმა შეაძლებინა, შეექმნა ინეს ბაღი — ადგილი, სადაც თავის ნამდვილ მოწოდებას გაჰყვებოდა. ენთუზიაზმისა და სურვილის რეალობად ქცევას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბათუმში საუკეთესო გუნდის შეკრებას მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა — ირგვლივ შემოიკრიბა ადამიანები, რომლებიც საერთო ხედვასა და ღირებულებებს იზიარებენ.

„ინეს ბაღი სწავლების ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით გამოირჩევა, რომლებიც მუდმივად ვითარდება, რათა საუკეთესო სასწავლო გარემო უზრუნველყოს. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების ემოციურ განვითარებას — ამის ვიზუალური დემონსტრაციაა ვიდეო, რომელშიც ინეს ბაღელები მამებთან ერთად ცეკვავენ“.

[R]

სტარტაპმა ნახშირბადისგან საქსოვი ძაფი დაამზადა!

JCB-ს ახალი სადილერო ცენტრი რეგიონში – „თეგეტამ“ სომხეთში წარმომადგენლობა გააფართოვა