in

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც უცნობი ადამიანები ერთად წერენ წიგნს

ინტერნეტ სივრცეში ახალი საინტერესო ვებგვერდი გამოჩნდა, სახელწოდებით Infinite Chapters. იგი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საშუალებას აძლევს, წიგნი ერთად, ნაწილ-ნაწილ დაწერონ.

წესები საკმაოდ მარტივია: საჭიროა, წინა ავტორების მიერ დაწერილი თავები წაიკითხოთ და შემდეგ თავად დაწეროთ რაღაც. ჯერჯერობით ვებგვერდზე მხოლოდ ორი თავია — ისტორია ბიჭზეა, სახელად ჯეკი, რომელიც იღვიძებს და დაუსახლებელ კუნძულზე იმყოფება. რა თქმა უნდა, წიგნის საინტერესოობაზე თავად ავტორებმა უნდა იზრუნონ და შეეცადონ, სიუჟეტის ხაზი სრულყოფილად შეიკრას.

„ამ ვებგვერდზე მომხმარებლები ერთად ქმნიან ისტორიას. სიუჟეტი ნაწილებისგან შედგება და თითოეული ნაწილის ავტორი რიგითი მომხმარებელია. საუკეთესო თავები კი წიგნის ნაწილად იქცევა“, — ვიგებთ იდეის ავტორებისგან.

უკრაინულ IT-კომპანია AltexSoft-ს საქართველოში ამბიციური გეგმები აქვს

მეცნიერებმა თაგვებში კვებითი ალერგია დაამარცხეს