3
Feb
2020

მოძრავი ფოტოები ჩარჩოში, ანუ გიფების „ბეჭდვის“ შესაძლებლობა – Giphy-სა და Infinite Objects-ისგან

3 Feb 2020

veon
veon


მოძრავი ფოტოების გაგონებასა თუ დანახვაზე, თავიდან ბევრს ჰარი პოტერის ეპიზოდები გვახსენდებოდა, სადაც პერსონაჟები უსმენდნენ, თუ კითხულობდნენ მოძრავამოსახულებებიან გაზეთებს. მოძრავი ფოტოები, ანუ GIF-ები ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, ახლა კი, Giphy-ს აზრით, დროა მათ ჩვენს მაგიდებზე, სუვენირების ადგილიც დაიკავონ. ამ მიზნით, ვალენტინობის წინ, Giphy-მ ვიდეობეჭდვის კომპანია Infinite Objects-თან დაიწყო თანამშრომლობა. თანამშრომლობის ფარგლებში, შეგიძლიათ 49 დოლარად ამობეჭდოთ საყვარელი გიფი და აჩუქოთ ის საყვარელ ადამიანს. Gif-ების შერჩევა შეგიძლიათ როგორც Giphy-ს გალერეიდან, ასევე, თქვენი არქივიდანაც.

ვიდეობეჭდვა სპეციალური ეკრანის დახმარებით ხდება შესაძლებელი. ჩარჩოში ჩასმული ეკრანი, რომელიც სამახსოვროდ ამობეჭდილ და სპეციალურ ადგილას განთავსებულ ფოტოებს მოგაგონებთ, 49 დოლარი ღირს. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ ეკრანზე მხოლოდ ერთი ვიდეო იტრიალებს და შეუძლებელია ეკრანის სხვა მიზნით გამოყენება. სხვა სერვისის მიხედვით, 250 დოლარად, შეგიძლიათ სამახსოვრო ეკრანზე ვიდეოების კოლაჟი გაუშვათ. ამ შემთხვევაშიც, წინასწარ ათანხმებთ ვიდეოების რაოდენობას Infinite Object-თან და ეკრანის „დამზადების“ შემდეგ, ვეღარ ცვლით ვერაფერს.

Infinite Objects-ზე უკვე ხელმისაწვდომია IO Creator Tool, რომლის ფარგლებშიც საკუთარი ვიდეოების შექმნა, მათი სიჩქარის, თანმიმდევრობის, ფერის განსაზღვრა შეგიძლიათ. შემდეგ კი, მათი „დაბეჭდვაც“. აღსანიშნავია, რომ ეს ბეტა ფუნქცია საიტზე შეზღუდული დროითაა ხელმისაწვდომი.

განხილვა