ოზი ოსბორნმა წლის ყველაზე უცნაური კოლაბორაციის მომსწრე გაგვხადა. თუმცა ამ საქმეში Liquid Death-ია ჩართული, შესაბამისად, არც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ამის თქმის საფუძველს მანამდე ტუალეტში ჩატარებული, შემდგომ კი სასიკვდილო ექსპერიმენტი გვაძლევს. ახლა კი ცოტა ხნით ექსპერიმენტები გვერდით მოიტოვეს და მომხმარებლებს შეზღუდული გამოშვების ქილები შესთავაზეს — ოზის დანალევი, თავისივე დნმ-ით.
Infinite Ozzy-ს კაფსულაში სულ 10 ქილას ვხვდებით, თითოეული გახსნილია, დაკუჭული, თუმცა ხელმოწერილი და ოსბორნის დნმ-ით. ფასი 450 დოლარი გახლდათ და თითქმის დაუყოვნებლივ გაიყიდაო, ამბობენ. თითოეულში ოზის ნერწყვის ნიმუშია შენახული შთამომავლობისა თუ კლონირებისთვის… ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შორს ისურვებთ წასვლას…
ამგვარად, Liquid Death აბსურდული რეალობის ერთგულებას აგრძელებს და იმ მომავალზე მიგვანიშნებს, რომელშიც ფანებს საკუთარი ოზის შექმნა შეეძლებათ მაშინვე, როგორც კი ტექნოლოგიები და კანონი ამის საშუალებას მისცემს. პრომოში თავად ამბობს: Clone me, you bastards.
როგორადაც არ უნდა თვლიდეთ ამ ამბავს, ფაქტია, თაროებიდან წამებში გაქრობა მოახერხა…