in

როგორია Infiniti-ს განახლებული, მეოთხე თაობის ლოგო

Infiniti-ს 34-წლიან ისტორიაში ეს უკვე ლოგოს მეოთხე რედიზაინია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბრენდი სხვა, ცნობილ ავტომწარმოებლებთან შედარებით, ახალგაზრდაა, ეს ციფრი არც ისე პატარაა.

 

მე-4 თაობის ლოგო „უსასრულო გზის” იდეითაა შთაგონებული და აქცენტს ჰორიზონტზე, მომავლისკენ უსასრულოდ სწრაფვაზე აკეთებს. ამის გამოსახატად ლოგოზე, იმ ადგილებში, სადაც მისი ძველი ვერსიები მთავრდება, მკვეთრი წერტილია დასმული და ახალი ვერსია აერთიანებს ორ ბრტყელ ხაზს, რომელიც ფონს აგრძელებს.

ახალი, სამგანზომილებიანი ლოგო იმ მანქანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც მწარმოებელი სამომავლოდ გამოუშვებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მანქანაზე ან როდის გამოჩნდება ის, თუმცა, როგორც ვიცით, 2024 წლისთვის Infiniti-ს საკმაოდ ბევრი მოდელის გამოშვება აქვს დაანონსებული, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბრენდის იდენტობის გამომსახველი ერთ-ერთი მთავარი ნიშანიც სწორედ ამ პერიოდში იქნება ფიზიკურად ხელმისაწვდომი.

როგორ იყენებს AI-ს მსოფლიოს 7 წამყვანი სარეკლამო სააგენტო?

Samsung-მა თავისი სმარტფონი საშინელებათა ჟანრის ურჩხულად აქცია