კომპანიამ Old Spice დეოდორანტის კამპანიისთვის უსასრულო რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლი მოიცავს დეოდორანტის რეკლამას, რომელიც რეკურსიული პრინციპითაა გადაღებული: რეკლამა, რომელიც რეკლამის ნაწილია და მთლად უსასრულოდ არა, მაგრამ ძალიან დიდხანს გრძელდება. რეკლამა Woohoo-ს ტელეარხზე თოთხმეტი საათის განმავლობაში გადიოდა და გინესის რეკორდსმენიც გახდა. კამპანიაზე სააგენტომ Wieden +Kennedy იმუშავა. მისი სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ, თუმცა, ეცადეთ ცდუნებას გაუძლოთ. ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლი კამპანიის მცირე ნაწილია, 3 წუთისა და 22 წამის ხანგრძლივობით.