7
Oct
2019

შპს „ინფლუენს ჯორჯიამ“ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ებრაელი ინვესტორისგან მოიზიდა

7 Oct 2019

ქართულმა სტარტაპ კომპანიამ შპს „ინფლუენს ჯორჯია“ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ებრაელი ინვესტორის, დავიდ ზერასგან მიიღო და შედეგად, 1 300 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. როგორც თავად ამბობენ, ახლა შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო დონის ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა Echolize შექმნან და საქართველოს საზღვრებს გასცდნენ.

„ამ თანხით ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო დონის ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა Echolize და გავცდეთ საქართველოს საზღვრებს. მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დაგვიდგა. პირველი რიგში, ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და იმ ადამიანებს ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენთან თანამშრომლობენ. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს „ინფლუენსერ ჯორჯიას“ [influence.ge]-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თუშურაშვილი.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი 50% -იან დაფინანსებას მიიღებს, ხოლო დარჩენილ 50%-იან დაფინანსებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, ინვესტირებას უცხოელი ინვესტორი განახორციელებს.

გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50%  დაფინანსდება GITA-ს გრანტით, 50%-ის ინვესტიციას კი გლობალური სტარტაპ ფონდის უცხოელი ინვესტორი დავიდ ზერა განახორციელებს. საბოლოო ჯამში, კომპანია, Echolize-ის განსახორციელებლად 1 300 000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

როგორც GITA-ში ამბობენ, მთავარი მიზანია „ინფლუენსერ ჯორჯიას“ პროდუქტი მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა გახდეს, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა.

„დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz-ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. Screenz ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა, ისეთი შოუები როგორიცაა „Big Brother“, „Master Chef“,  „101 Ways to Leave a Game Show“,  „The Million Pound Drop“, „Hell’s Kitchen“,  „The Taste“ და „Rising Star“.  Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow. (https://scrnz.com/). დავიდ ზერა ასევე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა PAYLIX, Interatech, Monday.com.“

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

„პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე“.

რაც შეეხება გლობალურ სტარტაპ ფონდს, ის „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი­სა“ და „ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის“ პარტნი­ო­რობის ფარგლებ­ში გაიხსნა.

„გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტა­პ ­ფონ­დის მი­ზა­ნი სა­ქარ­თველოს სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფორ­მუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბაა“.

განხილვა