in

მსოფლიოში პირველი ინფლუენსერი მწერი – შეხვდით ფუტკარ B-ს

ჩვეული სოციალური მედიაინფლუენსერებისგან, რომლებსაც, როგორც წესი, ბრწყინვალე ღიმილი და პრიალა, გარუჯული სხეული აქვთ, B განსხვავდება. მას გაუპარსავი, თმიანი სხეული აქვს. თუმცა, ეს მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რომ საკუთარ ოცნებებს მისდიოს და არსებული პრობლემის წინაშე, ხმა აიმაღლოს.

https://www.instagram.com/p/BzIM3KNiqiE/?utm_source=ig_embed

B მსოფლიოში პირველი ინფლუენსერია, მწერების სამყაროდან. მისი ანატომიური უპირატესობა ფრთებია, რადგან შეუძლია, ბევრი ინფლუენსერისთვის ცნობილი და უფრო მეტიც, მათ მიღმა არსებული ადგილები აღმოაჩინოს.

ბი საოცარ ფოტოებს იღებს მოგზაურობიდან და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მიმდევარი ჰყავდეს. გამომწერები არა ძალაუფლების გასავრცელებლად, უფრო კი, იმისთვის სჭირდება, რომ ადამიანებმა ფუტკრების პოპულაციის გაქრობის შესაჩერებლად რამე იღონონ.

მინდა, მსოფლიოში არსებულ თითოეულ ბრენდს ვთხოვო, რომ იზრუნონ ფუტკრების გადარჩენაზე. მათზე, ყოველწლიურად რომ ქრებიან. მე შენ მჭირდები: ინსტაგრამზე რაც უფრო მეტი გამომწერი მეყოლება, მით მეტი ბრენდი დაინტერესდება და მეტ ფულს გაიმეტებს ჩვენთვის, – ვკითხულობთ B-ს კამპანიის ვებგვერდზე.

ფოტოგენური ფუტკარი Fondation de France-ის ორიგინალური იდეაა და კამპანიას ფუტკრებისთვის შექმნილი ფონდის სახელით უძღვება.

https://www.instagram.com/p/Bz0UZL3iIAy/?utm_source=ig_embed

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ყოველწლიურად, ფუტკრების კოლონიის 30% ქრება. და ადამიანებმა ეს საფრთხე სწორად უნდა გავიგოთ – ფუტკრების მნიშვნელობა შეუცვლელია სოფლის მეურნეობაში და მათზე ზრუნვა პირდაპირ კავშირშია ადამიანეზე ზრუნვასთან.

შეხვდით B-ს ინსტაგრამზე.

https://www.instagram.com/p/B0Gx-AhiFjC/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B1835ldCwVS/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B2OtlyOiOcy/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B1JNX37CzIE/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B11L3FDCXo8/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B4SItFdCLn_/?utm_source=ig_embed

ვინ დგას დაუდევარი ნუგოს უკან?

Protected: Dell Tech Forum 2020 – ფორუმი კომპანიისგან, რომელიც დაბრკოლებას შესაძლებლობად აქცევს