in

როგორ ამარტივებს Influencer Base ბრენდებისა და კრეატორების თანამშრომლობას

ინფლუენსერ-მარკეტინგი სრულფასოვან, გაზომვად ინდუსტრიად ჩამოყალიბდა, რომელიც ბიზნესისგან სტრატეგიულ მიდგომასა და ზუსტ ანალიტიკას მოითხოვს. შესაბამისი კრეატორების შერჩევა, მათთან ტექნიკური თუ შინაარსობრივი კომუნიკაცია, მესიჯბოქსის კონტროლი და კამპანიის საერთო შედეგების ანალიზი კომპანიებისთვის დიდ დროსა და სპეციფიკურ რესურსს უკავშირდება.

სწორედ ამ პროცესების ოპტიმიზაციისა და ბიზნესისთვის ეფექტური სერვისის შეთავაზების მიზნით ოპერირებს სააგენტო Influencer Base, 1000-ზე მეტი ინფლუენსერით დაკომპლექტებული ბაზითა და სფეროში 10-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდით. კომპანია დამკვეთს კამპანიის დაგეგმვიდან მის სრულ აღსრულებამდე, ერთიან მომსახურებას სთავაზობს. როგორ ირჩევენ ბრენდისთვის რელევანტურ ინფლუენსერს სამიზნე აუდიტორიის მიხედვით? რა უპირატესობა აქვს მიკროინფლუენსერებთან თანამშრომლობას? მიმართულების სპეციფიკასა და სააგენტოს მომსახურების სტანდარტებზე მარკეტერს Influencer Base-ის დირექტორი, თეა თაბაგარი ესაუბრა.

M: რას საქმიანობს Influencer Base – როგორია თქვენი ბიზნესმოდელი და რამდენად აქტუალურია რეკლამის ეს მიმართულება იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ სთავაზობთ ბაზარს?

Influencer Base მარკეტინგული სააგენტოა, რომლის მთავარ მიმართულებას ამ ეტაპზე ინფლუენსერ-მარკეტინგი წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს UGC (User-Generated Content) კონტენტის მეშვეობით ბრენდის მიზნების შესრულებას, რაც, დამეთანხმებით, ინფლუენსერების გარეშე დღეს თითქმის წარმოუდგენელია.

ინფლუენსერ-მარკეტინგი დღეს ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა, რომლის სწორად მართვა დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. შესაბამისი ინფლუენსერის შერჩევა საკმაოდ კომპლექსური, მრავალეტაპიანი პროცესია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად იყოს გამოკვლეული თითოეული მათგანის აუდიტორია – ასაკის, სქესისა და ინტერესების მიხედვით. შერჩეულ ინფლუენსერებთან კომუნიკაცია, ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, მესიჯბოქსის შეთანხმება, შემდგომი აღსრულება და ხარისხის კონტროლი კომპანიებისგან უზარმაზარ ენერგიას ითხოვს. სწორედ ამიტომ შეიქმნა Influencer Base – რათა დამკვეთ კომპანიებს ეს რთული პროცესი მაქსიმალურად გაუმარტივოს.

M: კონკრეტულად, რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ბაზარს?

მას შემდეგ, რაც დამკვეთი კომპანია დაგვიკავშირდება და გაგვაცნობს თავის მიზნებსა თუ სასურველ შედეგებს, ჩვენი გუნდი აქტიურ სამუშაო პროცესს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.

პირველ რიგში, კამპანიის დაგეგმვისას, დამკვეთის ბრიფიდან გამომდინარე, ვარჩევთ რელევანტურ ინფლუენსერებს, წარვუდგენთ კომპანიას და ვათანხმებთ ბიუჯეტს. ამის შემდეგ, Influencer Base იწყებს მუშაობას მესიჯბოქსზე – ზუსტად განვსაზღვრავთ, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ინფლუენსერმა და როგორ უნდა დაისვას აქცენტები ისე, რომ სარეკლამო გზავნილი მის კონტენტში მაქსიმალურად ბუნებრივად ინტეგრირდეს.

ბუნებრივია, პირველადი მასალა და გადაღებული ვიდეოების ხარისხი კონტროლს სააგენტოს შიგნით გადის. თუ კონტენტი ჩვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ინფლუენსერთან ერთად მის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. მას შემდეგ, რაც სააგენტოსთვის მისაღებ ხარისხს მივიღებთ, მასალა დასადასტურებლად უკვე დამკვეთს ეგზავნება და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ ხდება კონტენტის საჯაროდ განთავსება. კამპანიის დასრულებისას კი, Influencer Base დამკვეთს დეტალურ რეპორტსა და მიღებულ შედეგებს წარუდგენს.

M: ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ინფლუენსერ-მარკეტინგი იმდენად მზარდი და პოპულარული მიმართულებაა – როგორც გლობალურად, ისე საქართველოში – რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს ბიზნესი, რომელსაც ეს სერვისი არ სჭირდება.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ბაზაში გაერთიანებულნი არიან და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე მეგა ინფლუენსერებთან, ისე – მიკროინფლუენსერებთანაც, რომელთაც, როგორც წესი, ძალიან ერთგული და მაღალი ჩართულობის მქონე აუდიტორია ჰყავთ. კამპანიის დაგეგმვისას ყოველთვის ვცდილობთ, ორივე კატეგორიის პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, რათა სამიზნე აუდიტორია სრულყოფილად მოვიცვათ.

M: რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტსა და მომსახურებას კონკურენტებისგან?

ამ მომენტისთვის ჩვენს ბაზაში 1000-ზე მეტი ინფლუენსერია, რომელთა შერჩევასაც დამკვეთი ორგანიზაციის მიზნების მკაცრი დაცვით ვახორციელებთ. ინფლუენსერების სორტირება ხდება როგორც მათი კონტენტის შინაარსის, ისე გამომწერების რაოდენობისა და დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

ხშირად ხდება ისე, რომ ინფლუენსერს შეიძლება ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავდეს, მაგრამ დამკვეთის სამიზნე აუდიტორია ამ მასის მხოლოდ მცირე პროცენტს წარმოადგენდეს. ასეთ დროს, მასთან თანამშრომლობის მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, ყოველთვის ვურჩევთ დამკვეთებს, ითანამშრომლონ მიკრო ინფლუენსერებთან, რომელთა კონტენტი და გამომწერების კატეგორია ზუსტად ესადაგება ბრენდის სამიზნე აუდიტორიას.

ჩვენ თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რათა დამკვეთმა მიიღოს მაქსიმალური შედეგი და თავად ინფლუენსერიც კმაყოფილი დარჩეს თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია ხანგრძლივი, შედეგებზე ორიენტირებული კამპანიების წარმოება, რაც ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას საინტერესო და აუდიტორიაზე ზუსტად მორგებული კონტენტი.

M: გვიამბეთ გუნდზე – ვინ ქმნის Influencer Base-ს?

Influencer Base-ის გუნდი მარკეტინგის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ამ სფეროში 10-ზე მეტი წლის გამოცდილება აქვთ. მათ უმუშავიათ როგორც დამკვეთის, ასევე სააგენტოს მხარეს. შესაბამისად, ზედმიწევნით კარგად იციან ყველა ის დეტალი თუ სპეციფიკა, რაც ორივე მხარისთვის ამარტივებს პროცესებს და აუმჯობესებს საბოლოო შედეგს. თითოეულ დამკვეთს ემსახურება პერსონალური ექაუნთ-მენეჯერი, რომელიც მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოთხოვნების ზუსტ შესრულებასა და კამპანიის მიზნების მიღწევაზე.

M: როგორია კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ პლატფორმაზე, რომელიც დამკვეთს შესაძლებლობას მისცემს, სრულად, ერთიანი სურათის სახით დაინახოს ინფლუენსერ-მარკეტინგით მიღებული შედეგი.

დღეს ჩვენ შეგვიძლია დამკვეთს ცალ-ცალკე წარვუდგინოთ თითოეული ინფლუენსერის მიერ დაგენერირებული შედეგი, თუმცა, როდესაც კამპანიაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, საერთო შედეგისა და ე.წ. რიჩის ზუსტი გამოთვლა რთულდება. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვქმნით სისტემას და უახლოეს მომავალში დამკვეთებს Cross Reach პარამეტრს შევთავაზებთ. ეს მოგვცემს ზუსტ მონაცემს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის უნიკალურ ადამიანს მივაწვდინეთ ხმა კამპანიის ფარგლებში, რომელშიც რამდენიმე ინფლუენსერი იყო ჩართული.

დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელფოსტაზე: [email protected] ან პირდაპირ ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს influencerbase.ge და ონლაინ დაჯავშნონ შეხვედრა.


Influencer Base-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა 27 მარტს, Marketing Forum 2026-ის ფარგლებში შეგეძლებათ. ღონისძიება Marketer.ge-ის ორგანიზებით, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება. ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში ჩართულ ადამიანებსა და კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გააცნონ საკუთარი ბრენდები, სერვისები, B2B ფორმატში გააღრმავონ კავშირები და დაამყარონ ახალი ურთიერთობები, ასევე მოისმინონ სხვადასხვა წარმატებული მარკეტინგული ქეისი. დღის განმავლობაში, ფორუმი 1,000-ამდე ვიზიტორს უმასპინძლებს.

„ვინჩერო” – ღვინო და ალკოჰოლური სასმელები მწარმოებლისგან, ყველაზე დაბალ ფასად

სილქ როუდ ჯგუფი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე – ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება