13
სექ
2017

ფოლკერ ვრაგეს სემინარი Influencer Marketing-ის თემაზე Ad Black Sea 2017-ის პროგრამაში!

13 სექ 2017

Wrage/Antwort-ის დამფუძნებელი და მფლობელი ფოლკერ ვრაგე, მესამე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე წარსდგება სასემინარო თემით – „რა არის Influencer Marketing და რა არა”. ფესტივალი ჩატარდება ბათუმში, 21-დან 23 სექტემბრამდე.  
20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ფოლკერ ვრაგე მუშაობდა კომუნიკაციის სფეროში, ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა McCann, Publicis, Ogilvy და Havas. ის ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. მის მთავარ ფოკუსს საკუთარი კომპანია Wrage/Antwort წარმოადგენს, რომელიც ერთგვარი ჰიბრიდია საკონსულტაციო და სარეკლამო კომპანიებს შორის, გარდა ამისა, ამჟამად, ის მუშაობს Ghostlamp-ში, რომელიც Influencer Marketing-ის პლატფორმას წარმოადგენს. ის გერმანული კლუბ ADC-ს წევრია და დამთავრებული აქვს Berlin School of Creative Leadership. ამბობენ, რომ ის დიდი ენთუზიასტია, ასევე, ოპტიმისტი და ცნობისმოყვარე.

BOG PLUS

ყველა საუბრობს Influencer Marketing-ზე, თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა ვიმუშაოთ მისი გამოყენებით. ეს სემინარი მოგცემთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მისი გამოყენების დასაწყებად. შეხვედრის ფარგლებში, ფოლკერი ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის Influencer Marketing, როგორ მუშაობს ის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ყველაზე კარგად. სპიკერი დამსწრეებს ანახებს Influencer Marketing-ის რამდენიმე მაგალითს, მათ შორის, როგორც მისი გამოყენების შესანიშნავ შემთხვევებს, ასევე, არც ისე კარგ განსახიერებებს.

განხილვა