in

„ინფლუენსერი“ ქალები ბაზრიდან – Cosmo-ს კამპანია ქალთა დღისთვის

ქალთა დღეს, ამჯერად, „ინფლუნსერები“ გილოცავენ. ჩანთებისა და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა Cosmo, შემოქმედებით სააგენტო Holy Motors-თან ერთად, გადაწყვიტა პროდუქტ „ჩოხჩას“ სახეებად ის ადამიანები აერჩია, ვისაც ხშირად ვხედავთ ბაზარში. მოდის ჟურნალ Harper’s Bazaar-ის შთაგონებით, შეიქმნა ქართული Women from the Bazaar, სადაც ბრენდის რჩეული ინფლუენსერების მოდურ ფოტოებთან ერთად, ინტერვიუცაა ხელმისაწვდომი. ნახეთ და შეაფასეთ კამპანია.

BOG


გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „კოსმო ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელსაც სჯერა, რომ მოდა მოსახერხებელი და სახალხო უნდა იყოს. როდესაც ჩანთებს ქმნიან, მხოლოდ ნამდვილი ადამიანების ყოველდღიურობაზე ფიქრობენ, ამიტომ მათი ფლაგმანი პროდუქტის – ჩოხჩას ახალი მოდელები წელჩანთების ბუნებრივი “ინფლუენსერები” არიან – ნამდვილი ქალები ბაზრიდან. Harper’s Bazaar-ის შთაგონებით ჩვენი მოდის ჟურნალი გამოვეცით Women from the Bazaar, სადაც განსაკუთრებულ ფოტოსესიასთან ერთად, რომელიც მაგარ მოდურ სტილისტთან და ფოტოგრაფთან ერთად ჩავიდინეთ, ქალებთან მოკლე ინტერვიუებსაც იპოვით მოდაზე, სიყვარულზე, მოტივაციაზე და ა.შ. მე ცრემლი მომადგა, რომ ვკითხულობდი.“

ყველა დროის ყველაზე შთამაგონებელი უკრაინელი ქალები

რა ვიხილეთ Apple-ის დღევანდელ ღონისძიებაზე?