in

როგორ შეცვალა ინფლუენსმარკეტინგმა ბრენდის დინამიკა

COVID-19 პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა ინფლუენს მარკეტინგის პოპულარობამ. Impact.com-ისა და WARC-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი პოპულაცია მიჰყვება ინფლუენსერებს იმისთვის, რომ იყიდოს პროდუქტი, რამაც მარკეტერები და ინფლუენსერები რაღაც დოზით გაათანაბრა.

ანგარიში გლობალურ გამოკითხვაზე, 400-ზე მეტი მარკეტერისა და 400 ინფლუენსერის პასუხებზეა დაფუძნებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. დადგინდა, რომ მარკეტერების 75% ინფლუნსერებს იყენებს ბრენდის ცნობადობისთვის და 73% ბრენდის ჩართულობისთვის.

ინფლუენსერების 58%-ის თვალსაზრისით, მარკეტერებთან მუშაობის მთავარი მიზეზი არის ავთენტური შინაარსის შექმნა, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც მომხმარებლები სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ ტრადიციულ რეკლამას.

იმავე კვლევის მიხედვით, ინფლუენსერების 85%-მა და მარკეტოლოგების 67%-მა ინფლუენს მარკეტინგის მამოძრავებელ ძალად სწორედ ნდობა და ავთენტურობა დაასახელა, რაც დროთა განმავლობაში ქმნის უფრო ძლიერ პარტნიორობას.

როგორც Impact.com-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მომხმარებლები უფრო მეტად არიან ჩართულები სოციალურ არხებში, როგორც ოდესმე და ეს ტენდენცია, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. ამასთან, მომხმარებლები უნდობლობას განიცდიან ტრადიციული მარკეტინგულ და სარეკლამო არხების მიმართ, ახლა მრავალი ბრენდისთვის სამიზნე აუდიტორიის მისაღწევად ინფლუენსერებთან პარტნიორობის დამყარება ერთადერთი კრიტიკული გზაა.

რატომ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა TikTok საძიებო სისტემად?

3 რამ, რისი სწავლაც ბავშვებისგან შეგვიძლია — ბობ დილანის რჩევები