in

რა ტიპის ინფრასტრუქტურა ზრდის პროექტის საინვესტიციო ღირებულებას?

უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელებამდე, გამოცდილი ინვესტორები პროექტის ინფრასტრუქტურულ მრავალფეროვნებასაც ითვალისწინებენ. მათი უმთავრესი მოტივაცია, პასიური შემოსავლის გენერირება და ხარისხიანი ცხოვრების სტილის წარმართვაა.

მასშტაბური პროექტების კონცეფცია პირდაპირ ეფუძნება კომპლექსში მულტიფუნქციური არეალების – რეკრეაციების, გასართობი, დასასვენებელი, თუ საქმიანი სივრცეების ინტეგრირებას.

ამ მიზეზით, ინფრასტრუქტურული განვითარება ის გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მიმზიდველი და წარმატებული იქნება კონკრეტული ობიექტი ბაზარზე.

მწვანე რეკრეაციული სივრცეები, თითოეული პრემიუმ-პროექტის განუყოფელი ნაწილია, რაც ქალაქთა ურბანული განვითარების გათვალისწინებით სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

სტაბილური მოთხოვნის მაჩვენებლითა და მდგრად, ეკოლოგიურ გარემოში დროის გატარების შესაძლებლობით – რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტში ინტეგრირება ერთიორად ზრდის მის მიმზიდველობას ინვესტორებისთვის.

დასასვენებელი ე.წ. ველნეს და Leisure ინფრასტრუქტურა პროექტში უძრავი ქონების ქირავნობისა და სარეალიზაციო ღირებულებას საშუალოდ 10-30%-ით ზრდის.

დამატებით, ინვესტორები მზად არიან მეტი გადაიხადონ პროექტში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებასა და განტვირთვას ერთ მულტიფუნქციურ სივრცეში შეძლებენ.

ლოკალური, თუ საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებების წარმატებით წარსამართად – შერეული ტიპის მრავალფუნქციურ პროექტებში საქმიანი, საერთო სამუშაო და საღონისძიებო ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.

ბიზნეს-მეგობრული ინფრასტრუქტურა მიმზიდველ კომპონენტად ითვლება მსყიდველუნარიანი, საერთაშორისო და საქმიანი ბიზნეს-პერსონებისთვის, რაც ხელს უწყობს პროექტის არასეზონურ დატვირთულობასა და მიმზიდველობას.

გლობალურ ბრენდებთან ასოცირებული პროექტი, თუ ინფრასტრუქტურული სივრცეები პრემიუმ ხარისხთან და მომსახურებასთან ასოცირდება.

შესაბამისად, პროექტში საერთაშორისო ბრენდის ეგიდით წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული არეალები, უზრუნველყოფს მაღალსტანდარტულ გამოცდილებას პროექტის სტუმრებისთვის.


 

რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

სამი იაპონური სიბრძნე, რომლებიც ცხოვრებით ტკბობას გვასწავლის

6 წიგნი მათთვის, ვისაც პერსონალური ბრენდის შექმნა სურს