in

“ასე შენდება ქვეყანა” – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარეკლამო კამპანია

ვიდეო-რგოლების კრეატიული კონცეფცია და პროდაქშენი სარეკლამო კომპანია JWT METRO-სა და ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკუთვნის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პიარ სამსახურში ამბობენ, რომ ვიდეო-რგოლებში 2013 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია ნაჩვენები.

„გარდა განხორციელებული პროექტების ჩვენებისა, მოქალაქეების ჩართულობისა და ინფორმირებისკენ არის მიმართული. ფონდი ახალი სარეკლამო რგოლით საზოგადოებას მიმართავს და გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა მათ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთონ“.

სარეკლამო კამპანია „ასე შენდება ქვეყანა“ ვიდეო-რგოლების გარდა რეგიონებსა და დედაქალაქში ბილბორდებს და ინტერნეტ სივრცეში ფლეშბანერებს აერთიანებს.

რა გამოჩნდება 29 აპრილს და სად მივყავართ happyme.ge-ს!

“Turn Off To Turn On” – დურექსის რეკლამა, რომელიც დედამიწის საათს მიუძღვნა