in ,

ქართველ ქალთა სახეები ხელსაწყოების ბრენდ INGCO-ს ვიდეორგოლების სერიაში

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში INGCO-ს პროდუქციის იმპორტიორმა კომპანიამ „ნოვა“, სარეკლამო სააგენტო CONTACT-ის დახმარებით, ვიდეორგოლების სერია შექმნა, სადაც ქალები საყოფაცხოვრებო თუ სარემონტო ხელსაწყოების მომხმარებლებად არიან წარმოჩენილები. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ სტერეოტიპების დამსხვრევის სურვილს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, „სუსტ სქესს“ არ შეუძლია პერფერატორის, ხერხისა თუ ელექტრო ბურღის მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება. გარდა ამისა, „მსგავსი ბრენდის კომუნიკაციისას, უმეტეს შემთხვევაში, აქცენტი კეთდება კონკრეტულ ინსტრუმენტზე. არ მოგვწონდა ამის გამეორებისა და მხოლოდ ხელსაწყოზე ფოკუსის გაკეთების იდეა. პროდუქციასთან ერთად, გვინდოდა გვეჩვენებინა მომხმარებელი, რომელიც თანაბრად შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი. გვინდა, მომხმარებელს დაამახსოვრდეს, რომ ქალებიც ინტერესდებიან, ყიდულობენ და თავისუფლად მოიხმარენ მსგავსი ტიპის პროდუქციას“, – ამბობს CONTACT-ის დირექტორი და პროექტის პროდიუსერი – გოგიტა ჩიკვაიძე.

წარმოგიდგენთ ვიდეორგოლების სერიას:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ingco.ge/videos/997162953772750/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ingco.ge/videos/997155950440117/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ingco.ge/videos/994056810750031/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ingco.ge/videos/996647283824317/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ingco.ge/videos/997152097107169/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

Client: INGCO Georgia

Project : Make The world In Your Hands

Agency: CONTACT

Producer: Gogita Chikvaidze

Account Director: Nazi Mazanashvili

Production Agancy: CONTACT

Director: Gogita Chikvaidze

First AD: Iura Abjandadze

Director of Photography: Gogita Chikvaidze

Production Desinger: Mariam Mgebrishvili

Cameraman: Lasha Natradze

Casting Director: Irma Okropiridze

Make Up Artist: Magda Datuashvili

Music: Giorgi Margevlashvili

Sound Designer: Sound Lab

Photographer: George Van De Kamp

Post Production: Mikheil Iashagashvili

Production Manager: Kakha Khavzinadze

Red Bull Music Academy-ს მეოცე საიუბილეო შეკრებას ქართველი მუსიკოსი დაესწრება

თუ გინდა, მართო საკუთარი ცხოვრება, გააკონტროლე, რას აქცევ ყურადღებას!