in

„ჰიდროდიაგნოსტიკიდან” INGENIUM-მდე — კომპანიის რებრენდინგი

შპს „ჰიდროდიაგნოსტიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით 1971 წლიდან დღემდე ნაყოფიერად საქმიანობს.

BOG
BOG

ამასთან, დროთა განმავლობაში მათ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებულმა პროექტების რაოდენობამაც იმატა. სწორედ ეს გახდა რებრენდინგის საჭიროების მიზეზი და ინსპირაცია — „კომპანიამ გადაწყვიტა, ფართომასშტაბიან ინჟინერიაში მკაფიო სტრატეგიით და ამ სტრატეგიაზე დაფუძნებული ორგანიზაციული მოწყობით ოფიციალურად გადავიდეს. მიზანი კი მსოფლიოს მასშტაბით პრინციპული ინჟინერიის კატალისტის სახელის დამკვიდრებაა“, — ვკითხულობთ სააგენტო LIVE Branding-ის ვებგვერდზე, რომელმაც აღნიშნულ რებრენდინგზე იმუშავა.

ასევე, სააგენტოს თქმით, „პრინციპული ინჟინერია“ დღეს უკვე კომპანია INGENIUM-ის ხასიათი, საქმიანობის ფილოსოფია და მყარი მრწამსია. მათთვის არ არსებობს არანაირი კომპრომისი სწორ საინჟინრო გადაწყვეტილებასთან მიმართებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე როგორც ამას საინჟინრო მეცნიერება და საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა მოითხოვს — ეს არის უწყვეტი პასუხისმგებლობის კულტურა რომელიც ადამიანების, გარემოს, ქალაქების და ქვეყნების ინტერესებისადმი საფრთხეების განულებისაკენ სწრაფვას ემსახურება!

მთავარი სიმბოლო ინჯენიუმის მთავარ სათქმელს გამოხატავს: უწყვეტი პასუხისმგებლობის კულტურა | The culture of continuous responsibility — ეს ნიშნავს, რომ INGENIUM  პრინციპული ინჟინერიის ფილოსოფიით, სპეციალური პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ნაზავით, გამოყენებით ინჟინერიას ადამიანების, გარემოს და ქვეყნის ინტერესების საფრთხეების განულებისკენ უწყვეტად ისწრაფვის.

ბრენდის ნიშანი უსასრულობის სიმბოლოთია შთაგონებული, როგორც მუდმივ მოძრაობაში მყოფი უწყვეტი პასუხისმგებლობის და განვითარების დინამიკის აღმნიშვნელი — მას თან ახლავს წარწერა, რომელიც, თავის მხრივ, სიმყარით ეხმიანება ბრენდის ხასიათს და სიმბოლოსთან ერთიანობაში ქმნის ბრენდის ვიზუალური ენის საფუძველს.

ვიზუალურ სტილში დამატებით დაიხატა გრაფიკული ობიექტები, რომლებიც ბრენდის ნიშნის გაგრძელებაა. გრაფიკა ბრენდის ციფრული კომუნიკაციის მატარებლებში დინამიკაში გაიშლება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ INGENIUM უწყვეტი პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარებაა. ასევე, სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლოა თავმოყრილი, რაც ბრენდის ტექნიკურ-საინჟინრო საქმიანობის სფეროს ეხმიანება. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ინდუსტრიული ნიშნებისგან შეიქმნა ეფექტური და ბრენდისთვის ორგანული გრაფიკული სტილი.

რებრენდინგის სტრატეგიაზე იმუშავეს ალექს ჩიქოვანმა და სალი ჩხეიძემ; ხოლო დიზაინზე — მაშო ნარტკოშვილმა და მერი ჭიკაძემ.

რა ფრაზები დგას AI-ით გენერირებული სურათების მიღმა? — ახალი თამაში

BTU-ს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, კიბერ ჰიგიენის ჰაკათონი „DOGGO 1.0“ ჩატარდა