in

ინგლისური ქალანის მეთოდით – „დახურეთ წიგნები და მიჰყევით მასწავლებელს!“

1960-იან წლებში რობინ ქალანმა სწავლების უნიკალური მეთოდი შექმნა

დღემდე ხარისხიანი განათლების მისაღებად სწავლების მრავალი განსხვავებული მიდგომა იქნა გამოყენებული. კერძოდ, უცხო ენის შესასწავლად დაინერგა ისეთი მეთოდები, როგორიცაა სტრუქტურული მიდგომა, ხმოვანი ასოციაცია, პირდაპირი, აუდიოენოვანი მეთოდები, სრული ფიზიკური რეაგირება და ასე შემდეგ.

1960-იან წლებში კი რობინ ქალანის, ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებლის, ხელმძღვანელობით შეიქმნა ერთი ყველასაგან გამორჩეული, უნიკალური მეთოდი.

„მოწყენილობა და ცუდი მეხსიერება“ სწავლის უდიდესი მტრებია – სწორედ ამას უპირისპირდება ქალანის მეთოდი. ეს არის ინგლისურ ენაზე მუდმივი ლაპარაკისა და მოსმენის პრაქტიკა, რომელიც წარმოგვიდგება, როგორც ინგლისურის სწავლის მხიარული, სწრაფი და ეფექტური გზა.

დღეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება 40-ზე მეტ ქვეყანაში და ძალიან მაღალი წარმატების მაჩვენებელი აქვს.

რას გულისხმობს ქალანის მეთოდი და როგორია მისი ფიქსირებული სტრუქტურა?

სწავლის დროს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონცენტრაცია, რასაც ხელს უწყობს გაკვეთილში მუდმივი ჩართულობა. ქალანის მეთოდს ეფექტურობას სძენს ის ფაქტი, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უწყვეტი კავშირია – კითხვები და პასუხები სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს, რასაც მოსდევს ტექსტის წაკითხვა და თარგმნა. განვლილი მასალის ოთხჯერ ან ხუთჯერ განხილვის შემდეგ კი, რაც მისი გრძელვადიანი კონსოლიდაციის საწინდარია, იწყება ახალ მასალაზე გადასვლა.

აუცილებელია, არა გრამატიკის წესების ზემიწევნით ცოდნა, არამედ საუბრისას მათი სწორი გამოყენება. დიდი ყურადღება ეთმობა კარნახის ტრადიციასაც, რადგან ამ დროს იხვეწება როგორც სმენა, ასევე ორთოგრაფია. სწავლების დროს მნიშვნელოვანია სიტყვის სწორი და ზუსტი თარგმანიც.

შესაძლოა, საკამათო აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ ქალანის მეთოდი არ მოიაზრებს ე.წ. საშინაო დავალებას – აქ მუშაობს „რჩევის“ ჩვეულება, მოსწავლეებს ურჩევენ, წაიკითხონ წიგნები და მოისმინონ შესაბამისი ხმოვანი ტექსტები, ასევე ივარჯიშონ წიგნებში მოცემული დავალებებით.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მოსწავლეების ოპტიმალური რაოდენობა მხოლოდ 6-დან 12-მდეა, რომლებიც თავიანთი განლაგებით ნახევარწრეს ჰქმნიან. მასწავლებელი კი მთელი 50 წუთის განმავლობაში ფეხზე მდგარი ხელმძღვანელობს გაკვეთილს.

როგორია კლასის ვიზუალური ეფექტები?

ქალანის მეთოდის ერთ-ერთი ძლიერი, ეფექტური მხარე ვიზუალური დატვირთვაა – კლასის კედლები გაფორმებულია სამოტივაციო ლოზუნგებით ან რჩევებით. მაგალითად „ენის შესწავლის წარმატების საიდუმლო გამეორებაა“; „ისაუბრეთ დაუფიქრებლად“; „ნუ ნერვიულობთ! თქვენ მიაღწევთ მას. რაც არ უნდა მოხდეს, შედეგი გარანტირებულია“. ყოველთვის, როცა სტუდენტები უიმედობას იგრძნობენ, რადგან რაღაცას ისე ვერ ართმევენ თავს, როგორც სურთ, ეს ფრაზები ერთგვარ სამოტივაციო სტიმულად გამოიყენება.

როგორ მუშაობს და რა არის ქალანის მეთოდის მიზანი?

ქალანის მეთოდი იყენებს დედუქციურ, ინდუქციურ და არაცნობიერ სწავლების კომბინაციას. აქ მთავარი პრინციპია – „დახურეთ წიგნები და მიჰყევით მასწავლებელს!“.  რობინ ქალანის მტკიცებით, ენის შესასწავლად სამი მთავარი პრინციპი მოქმედებს – მეტყველება, სმენა და ვიზუალური ხედვა.

რობინ ქალანის თქმით, კურსის ბოლოს სტუდენტს ოთხიდან ხუთი ათასამდე სიტყვა და გრამატიკის ძირითადი პრინციპები ეცოდინება, რა ეტაპზეც სწავლა უკვე აკადემიურ სახეს იღებს.

ინგლისური ენის ქალანის მეთოდით დაუფლება საქართველოში, ბრიტანული ცენტრის დახმარებითაა შესაძლებელი, რომელიც 2003 წლიდან ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ექსკლუზიური წარმომადგენელია.

ილონ მასკის მოწოდების შემდეგ Signal-ის აპლიკაციამ App Store-ში პირველი ადგილი დაიკავა

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის მეორე დღეს