კლინიკა „ინიციო“ წარმოადგენს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მთავარი ღირებულებებია პროფესიონალიზმი, ინოვაცია და პაციენტზე ზრუნვა, რაც ყოველდღიურად აისახება ჩვენს მომსახურებაში. სწორედ ამიტომ, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით კლინიკა გახდა ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI)-ის მფლობელი.
კლინიკა „ინიციო“ გთავაზობთ როგორც დიაგნოსტიკურ ასევე ამბულატორიულ და გეგმიური ქირურგიულ პროფილის (ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, ორთოპედია, უროლოგია, პროქტოლოგია) სტაციონარულ სერვისებს, რის საშუალებასაც გვაძლევს:
მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და თანამედროვე მიდგომები
კლინიკა „ინიციო“ აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
კლინიკაში გამოიყენება ინოვაციური მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგებს.
ჩვენ მუდმივად ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა პაციენტებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
კლინიკის სტაციონარში ჩვენს პაციენტებს დახვდებათ კომფორტული პალატა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი და პაციენტის ოპერაციის შემდგომი მოვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა.
პროფესიონალების გუნდი
ჩვენი კლინიკის მთავარი საყრდენი გამოცდილი ექიმებისა და სპეციალისტების გუნდია, რომლებიც რეგულარულად აუმჯობესებენ კვალიფიკაციას, ეცნობიან მედიცინის ახალ ტენდენციებს და იყენებენ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკებს. მათი პროფესიონალიზმი და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა „ინიციოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენი პროფესიონალი, მეგობრული და ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად ზრუნავს პაციენტთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
მშვიდი და კომფორტული გარემო პაციენტებისთვის
„ინიციოში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ გარემოს შექმნას, რომელიც პაციენტებს სიმშვიდისა და კომფორტის განცდას მოუტანს. კლინიკის ინტერიერის დიზაინი სპეციალურად არის შემუშავებული, რათა თითოეულ პაციენტსა თუ ვიზიტორს მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო დახვდეს, ხოლო კლინიკაში ყოფნის პერიოდი იყოს დადებითი და კომფორტული.
„ინიციო“ – განახლებული ვიზუალური იდენტობა და უწყვეტი განვითარება
კლინიკა „ინიციომ“ ახლახან დაასრულა რებრენდინგი, რომლის მიზანი იყო ვიზუალური იდენტობის კიდევ უფრო დახვეწა.
ახალი იდენტობა ასახავს ჩვენს ღირებულებებს და სერვისების გაუმჯობესების მუდმივ მზადყოფნას.
„ინიციო“ არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ რეალურად დაიწყოთ ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე!
მნიშვნელოვანი სიახლეები
პაციენტების მზარდი მოთხოვნის გამო, კლინიკა „ინიციო“ აფართოებს სამუშაო გრაფიკს და ახლა უკვე კვირა დღეებშიც გემსახურებათ!
სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
- შაბათი: 09:00-15:00
- კვირა: 10:00-14:00
დაგეგმეთ ვიზიტი კლინიკა „ინიციოში“!
ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს განახლებულ ვებგვერდს: www.initio.ge, სადაც პაციენტებს შეუძლიათ ონლაინ დაჯავშნონ ვიზიტი, ასევე გაეცნონ ინფორმაციას პაციენტებისთვის, კლინიკისა და ჩვენი ექიმების შესახებ.
ან დაგვირეკოთ: 032 2 800 815
მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ბ
კლინიკა „ინიციო“ – ჯანმრთელობის დროა!
[R]