საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“, უმასპინძლა დისკუსიას „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა“.
ღონისძიებაზე კვლევები წარადგინეს BTU-ს აფილირებულმა პროფესორებმა:
- ანი ვაშაყმაძე – თემა: „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“
- დავით გონდაური – თემა: „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებშიც BTU-ს პარტნიორი ორგანიზაციები, მკვლევრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ:
- დავით გონდაური – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“
- ანი ვაშაყმაძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“
- ზვიად ჩხარტიშვილი – საქართველოს სატვირთო გადამზიდავების ასოციაციის პრეზიდენტი
- მანანა მოისწრაფიშვილი – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი

„პანელი „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა“, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების და BTU-ს კვლევების ავტორების ჩართულობით, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ინდუსტრიული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევების და აკადემიური სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ სწორედ ის ადგილია სადაც ბიზნესი და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება. „ინიციატივა 5.0“-ით კი უნივერსიტეტი უკვე ის პლატფორმა გახდა, სადაც ღია დიალოგია შესაძლებელი, აკადემიურ სექტორს, სახელმწიფოს, კერძო სექტორს და კონკრეტული ინდუსტრიების წარმომადგენლებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად, შემცირდეს ბიზნესსა და კვლევას შორის არსებული დისტანცია. ასევე ჩნდება შესაძლებლობა, როგორც ინდუსტრიული განვითარება, ისე სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირება გაზომვადი ინდიკატორებით დაიგეგმოს და წარიმართოს“, – ამბობს ანი ვაშაყმაძე.
„დღევანდელი რეალობა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. იგი მოიცავს; სოციალური მედიას, ინტერნეტ ვაჭრობას, კომპიუტერულ ქლაუდ სისტემებს, მობილური ვებ-სერვისებს და სხვა მრავალს. მათ შორის გამოვყოფ ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას – „ციფრულ აბრეშუმის გზას“, რომელიც დღეს, ჩვენი საკვლევი თემა გახლავთ. ამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. კვლევის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით და საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა თუ კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ პანელურ დისკუსიას, რადგან კვლევის შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას. დისკუსიის დროს მიღებული რეკომენდაციები კი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს როგორც სამომავლო კვლევით პროცესებში, ასევე სტრატეგიული ცვლილებების საფუძველი გახდეს, ციფრული აბრეშუმის გზის მიმართულებით როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს სექტორში“, – ამბობს დავით გონდაური.

„კონფერენცია „ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში“.
BTU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. ამ გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტმა ინიცირება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“, რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.
„Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში“.
პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდება.
[R]