„ინიციატივა 5.0“ პოდკასტების ახალი სერიაა, სადაც საუბარია ტექნოლოგიებზე და ქალებზე, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ ამ მიმართულებით. პროექტს წარმოგიდგენთ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) კოდინგის სკოლა, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. პირველი ეპიზოდის სტუმარია მარიამ ჩახვაძე, BTU-ს სტუდენტი, ბენეფიციარი კურსისა „ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება“ („კოდინგის სკოლა ქალებისთვის“) და „საქართველოს ბანკის“ Junior Analyst-Developer.