in

გველი InkBand-ის რებრენდინგის ინსპირაციად იქცა

InkBand ტატუების მოვლაში პიონერი ბრენდი გახლავთ, რომელიც 2016 წელს დაიბადა და მას შემდეგ მომხმარებლებისთვის სანდოობასთან ასოცირდება. მართალია, ბრენდის დაარსებიდან ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ ბაზარი განვითარდა და InkBand-ისთვისაც ისეთი რებრენდინგის საჭიროება წარმოშვა, რომელიც უკეთ შეესაბამებოდა ღირებულებებს და, ამასთან, დინამიკურ იდენტობასაც ასახავდა. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან ბრენდი რამდენიმე გამოწვევის წინაშე იდგა:

BOG
BOG

პირველი — ბრენდის იმიჯი უნდა გაეცოცხლებინათ ისე, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის კვლავ რეზონანსული ყოფილიყო და, ამასთან, სანდოობისა და გამბედაობის რეპუტაციაც შეენარჩუნებინათ.

მეორე — ხელახალი პოზიციონირება უნდა გაეკეთებინათ, რომელიც ბრენდის ინოვაციურ სულსაც ასახავდა და ტატუს მოყვარულთა მრავალფეროვან ჯგუფსაც მიიზიდავდა.

და მესამე — დიფერენციაციაც უნდა შეძლებოდათ, რისთვისაც ბრენდის ისეთი იდენტობა უნდა შეექმნათ, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა. 

გამოსავალი კი აი ასე იპოვეს:

კონცეფცია კანის განახლებიდან აიღეს, რომელიც გველის კანის ცვლას უკავშირდება, რის გამოც ლოგოდ სწორედ გველს ვხედავთ. ამასთან, ცოცხალ ფერებს მიანიჭეს უპირატესობა, რომელიც ენერგიასაც გადმოგვცემდა და მეტად თანამედროვეც იქნებოდა, ისეთი, რომელიც ბრენდს მომხმარებელთა სანდოობის შენარჩუნებაშიც დაეხმარებოდა… დანარჩენი კი თავად ნახეთ:

 

მესი, ბექჰემი და ბელინგემი Adidas-ის რეკლამაში გამოჩნდნენ

AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის გამორჩეული ტიპები