მოდით, პირდაპირ ვთქვათ, თანამედროვე მომხმარებელთან ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსურია… მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი კომპანია ეყრდნობა მარკეტინგის მოძველებულ მეთოდებს და ცდილობს, ერთი მიდგომა ყველას მოარგოს. არადა, მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ფუნდამენტურად ინკლუზიურ მიდგომას მოითხოვს, ავთენტურობაზე, გამძლეობასა და ადაპტაციაზე დაყრდნობას. ეს კი ოთხი ნაბიჯისგან შედგება:
1. თავი აარიდეთ მიკერძოებებს
აუდიტორიებისკენ მიმართული სტრატეგიების შექმნისას, მნიშვნელოვანია, ჩვენი ვარაუდები და ფარული მიკერძოებები გამოვავლინოთ, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენს მიდგომაზე ზემოქმედებდეს. უპირველესად, რადიკალურ მიმღებლობაში უნდა ივარჯიშოთ, აღიაროთ საკუთარი მიკერძოებები, თუმცა ამ პროცესში თანაგრძნობაც გამოიჩინოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი ქვეცნობიერი რწმენა და ქცევები გაიაზროთ, რომლებიც ხშირად გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს. მიკერძოებების გააზრება მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის ინკლუზიური და ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად.
ამისთვის შეგიძლიათ, სპეციალური ტესტები შეავსოთ ან DEI ექსპერტებს მიმართოთ, რათა თქვენი ცოდნა, გაიუმჯობესოთ უნარები და შექმნათ კომპანიის ინკლუზიური კულტურა. ეს შიდა მიკერძოებებისა და ვარაუდების გამოწვევაში დაგეხმარებათ, მიგიყვანთ მეტად ინკლუზიურ და ეფექტურ აუდიტორიის სტრატეგიამდე. თუმცა გახსოვდეთ, რომ მიკერძოებების გაცნობიერება თვითკრიტიკას არ ეყრდნობა, აქ საქმე პიროვნულ ზრდასა და მეტად ეფექტური სტრატეგიების შექმნაშია.
2. იყავით ადამიანებზე ორიენტირებული
დღეს მნიშვნელოვანია, მოძველებულ მიდგომებს თავი აარიდოთ და ადამიანზე ორიენტირებულ კვლევის მეთოდოლოგიას მიმართოთ. მომხმარებლები მხოლოდ რაღაც მახასიათებლების მქონე მონაცემებს კი არ უნდა წარმოადგენდნენ ჩვენთვის, არამედ უნიკალური გამოცდილებებისა და პერსპექტივების მქონე ინდივიდების ჯგუფს. არც ბიუჯეტის შეზღუდვებს აქვს მნიშვნელობა, რადგან ინკლუზიური მარკეტინგისთვის პრიორიტეტის მინიჭება თქვენი ბრენდის წარმატებაში ჩადებული სტრატეგიული ინვესტიციაა.
ამგვარად, ფოკუსირდით თქვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და მისწრაფებებზე. ისარგებლეთ აუდიტორიის იმერსიული კვლევის ინსტრუმენტებით, იქნება ეს ე. წ. სოციალური მოსმენა, ხელმისაწვდომობა, გამოყენების ტესტირება თუ მომხმარებლის სამოგზაურო რუკის შედგენა. გამოიყენეთ ისეთი ბიუჯეტური მეთოდები, როგორებიცაა KickGlass ID Matrix და C.A.R.E.S.
თქვენი კვლევის ჰუმანიზებითა და ინკლუზიური მარკეტინგისთვის პრიორიტეტის მინიჭებით შეგიძლიათ, მეტად ავთენტური, მაღალი ჩართულობის მქონე და მნიშვნელოვანი გამოცდილება შექმნათ მომხმარებლებისთვის — გამოცდილება, რომელიც ბრენდისადმი ლოიალობას, მომხმარებლის კმაყოფილებასა და ბიზნესის ზრდას უზრუნველყოფს.
3. მიმართეთ პერსონალიზაციას
დღევანდელ ბაზარზე მომხმარებელთა ლოიალობის მოსაპოვებლად პერსონალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. აუდიტორიას მართლა რომ დაუკავშირდეთ, მონაცემებზე ორიენტირებულ ინსაითებს უნდა დაეყრდნოთ და შექმნათ მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც პირდაპირ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე საუბრობს. მონაცემების ანალიზის ჰოლისტიკური მიდგომის დანერგვით თქვენს მომხმარებელთა ბაზას უკეთ გაიაზრებთ. ამიტომ, შექმენით უწყვეტი უკუკავშირის წრე, რათა დახვეწოთ თქვენი ბრენდის ხმა და ადაპტირდეთ მუდმივად განვითარებად მომხმარებელთა პრეფერენციებთან.
აქ საზომები და KPI თქვენს კომპასს წარმოადგენს, მიგიძღვებათ ბიზნესის მიზნებისკენ და ამასთან, ზეიმობს მომხმარებელთა შორის განსხვავებებს. მიიღეთ სამომხმარებლო ლანდშაფტის მოწყვლადობა და მისი გავლენა ადამიანის ჩამოყალიბებასა თუ სეგმენტაციაზე. რეგულარული ფოკუს-ჯგუფები თუ ინტერვიუები ღირებულ ინსაითებს გვაწვდის პერსონალურ გამოცდილებებზე და ავთენტურ მარკეტინგულ შეტყობინებებსაც აყალიბებს.
4. გაიაზრეთ, რა სურთ მომხმარებლებს
ბრენდის ღირებულებების იმ უნიკალურ მახასიათებლებთან შესაბამისობით, რომლებსაც თქვენივე სამიზნე აუდიტორია გთავაზობთ, შეგიძლიათ, არსებული მიდგომა გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოთ. თუმცა ეს პროცესი მომხმარებელთა სურვილების სიღრმისეულად გაგებით უნდა დაიწყოთ, გამოავლინოთ ფარული საჭიროებები და ინსაითები, რომლებიც ზედაპირული კვლევების ქვეშ იმალება. აქ ბრენდის უსაფრთხოების ხელსაწყოებიც დაგჭირდებათ განზრახვებისა და კონტექსტის გასაგებად, რისკების შესამცირებლად და ბრენდის ცნობადობის ოპტიმიზაციისთვის.
შემდგომ კი ავთენტურობას თქვენს კონტენტში მომხმარებელთა მრავალფეროვანი ხმების ჩართვით გაუსვით ხაზი. ითანამშრომლეთ კრეატორებთან, რადგან ასე ინკლუზიურობისა და რელევანტურობის შეგრძნებას გააჩენთ. გამოიყენეთ მონაცემთა პლატფორმები, რათა მიიღონ ინსაითები მომხმარებელთა ინტერაქციებზე. ეს საშუალებას მოგცემთ, მიაწოდოთ პერსონალიზებული შეტყობინებები, რომლებიც მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებს ემსახურება და ბრენდის ღირებულებების შესაბამისიცაა.
ამას კამპანიის შეტყობინებები და ვიზუალებიც დაამატეთ, რომლებიც ინდივიდუალურობას აღნიშნავს და ყველას საშუალებას აძლევს, იგრძნონ, რომ მათ უსმენენ და ხედავენ. ექსკლუზიური, მიკერძოებული და სტერეოტიპული შეტყობინებები თავიდან რომ უნდა აიცილოთ, ამას, ალბათ, უკვე თქმაც არ სჭირდება… იყავით სწრაფები და მარტივად მიუდექით ავთენტური კამპანიების შექმნის პროცესს, რომლებიც თქვენი აუდიტორიის რეალურ გამოცდილებებს ასახავს.
თუმცა, გახსოვდეთ, მარკეტინგული სტრატეგიები მეტად ინკლუზიური რომ გახდეს, ამას დრო სჭირდება, თქვენ კი შესაბამისი ნაბიჯები ნელ-ნელა უნდა გადადგათ და მოთმინებაც გამოიჩინოთ…