in

ინკლუზიური ფოტოგრაფიის როლი მარკეტინგში

Google ინკლუზიური კრეატივის შექმნასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს გვიზიარებს. კომპანიაში სურდათ, ფოტოების ბანკი განეახლებინათ და, ამავდროულად, თავად წარმოების პროცესიც მეტად ინკლუზიური გამხდარიყო. ამისათვის, სპეციალურად დაიქირავეს ფოტოგრაფები და გადაღების პროცესში ე. წ. „ისტორიულად გამორიცხული“ ჯგუფებიც ჩართეს — დაწყებული კრეატიული გუნდით, დასრულებული გადასაღები მოედნის მფლობელებით.

„ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი ამ გადაღებით, რადგან ის ჩემს რწმენას ასახავდა: შემექმნა გულწრფელი გამოსახულებები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ჩემს ფოტოებში საკუთარ თავს ხედავდეს. ამიტომ, კარგი იყო ასეთი სულისკვეთების მქონე გადაღება“, — ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოსესიის დროს მთავარ მიზანს სტერეოტიპების დამსხვრევა წარმოადგენდა — მაგალითად, გადაიღეს დიასახლისი მამები. ამავდროულად, დარწმუნდნენ, რომ სურათები ტრადიციულ გენდერულ მოლოდინებს არ შეესაბამებოდა. შემოქმედებითი გუნდი ინტერაქციულობაზე იყო ფოკუსირებული. ამისათვის კი მარგინალიზებული სოციალური იდენტობების მქონე ადამიანები ჩართეს პროცესში, რომლებიც დაკავშირებულია მათ კანის ტონთან, კლასთან, სქესთან და სხვა სოციალურ კატეგორიებთან. შედეგად, შეიქმნა ფოტოების კოლექცია, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ბიზნესების მფლობელების აუდიტორიას.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი დაინახონ ჩემს ფოტოებში. აუცილებელია ადამიანების რეალური ცხოვრებისა და გამოცდილების ასახვა; უფრო ურთიერთგადამკვეთი ესთეტიკისკენ სვლა, რომელიც ყველა ადამიანს აგრძნობინებს ყურადღებას. ეს გადამწყვეტი იყო დაგეგმვისა და გადაღების დროს“, — აღნიშნა ბილი ჰითმა, პროექტის მენეჯერმა, რომელიც Google-თან შემოქმედებით განვითარებაზე მუშაობდა.

განაახლეთ თქვენი კრეატიულობა ახალი რეალობის ასახვისთვის

გადაღების შემდეგ რამდენიმე თვეში პანდემია დაიწყო და Google-ში მიხვდნენ, რომ კამპანიის შეცვლა იყო საჭირო, რათა მომხმარებლების ახალი რეალობა ასახულიყო. ამიტომაც, გადაღებიდან ისეთი ფოტოები შეარჩიეს, რომლებშიც დისტანციური მუშაობის პროცესია ნაჩვენები.

ეს კოვიდპანდემიის საწყისი ეტაპი იყო და, შესაბამისად, გუნდმაც დარწმუნებით არ იცოდა, როგორი მოლოდინები უნდა ჰქონოდა ხალხს… თუმცა გუგლის წარმომდგენლებმა სწორ დროს გააცნობიერეს, რომ ექსპოზიციის გაფართოება და COVID-19-თან ადაპტაცია სწორი გადაწყვეტილება იყო. „გაშვების დღიდან ბრენდის ჩართულობისა და ცნობადობის მნიშვნელოვანი ზრდა ვნახეთ, წინა, ნაკლებად მრავალფეროვან კრეატიულობასთან შედარებით. აუდიტორია გაცილებით მზად იყო ჩვენს შეთავაზებებში ჩასართველად“. 

ხოლო როდესაც ოფისები და მაღაზიები ხელახლა გაიხსნა, Google-ის შემოქმედებითმა გუნდმა ახალი კონტენტის შექმნაზე იზრუნა — მცირე ბიზნესის მფლობელები და თანამშრომლები, რომლებიც ნიღბებს ატარებენ და სოციალურ დისტანციას იცავენ. მარტივად რომ ვთქვათ, ინკლუზიური განახლებები = უკეთეს შედეგებს.

ნახეთ: BEERSHINE-ის ლუდის მინიმალისტური შეფუთვა

რა საფრთხეებს შეიცავს AI-ს მიერ გენერირებული ტექსტები თქვენი გვერდის რეიტინგისთვის