in

საქართველოში INKOMPASS-ის 2025 წლის სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

INKOMPASS უნიკალური სტაჟირების პროგრამაა საქართველოში წარმოდგენილ „ფილიპ მორის ინთერნეიშნალის“ ჯგუფის წევრ კომპანიაში, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენას გამოწვევებითა და კულტურული მრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში გთავაზობთ.

ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოში შესაძლებლობას გაძლევთ:

  • იმუშაოთ რეალურ ბიზნეს პროექტებზე;
  • დაამყაროთ საერთაშორისო კავშირები;
  • განხორციელებულ პროექტებზე მიიღოთ კვალიფიციური უკუკავშირი.

INKOMPASS-ის სტაჟირების პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და 2023&2024 წლების კურსდამთავრებულთათვის. თუ გსურს შენი ინოვაციური იდეები გამოცადო საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს მქონე საერთაშორისო კომპანიაში, ეს არის შესაძლებლობა შეუერთდე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, გაიღრმავო ცოდნა, მიიღო მუშაობის გამოცდილება ინკლუზიურ და დინამიურ გარემოში.

INKOMPASS 2025-ის სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია, ის ივნისის თვეში დაიწყება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამაზე აპლიკაციის მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 მაისამდე. თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, რეგისტრაციისთვის მიჰყევი შემდეგ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

10 000 წლის წინ გადაშენებული მგლების სახეობა მართლა აღადგინეს?! — აი, რა ხდება სინამდვილეში

ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი Mastercard-ისგან – ხელმისაწვდომი განათლება ტექნოლოგიური მომავლისთვის