უკვე რამდენიმე წელია, ტელეფონის ქეისების ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა და ტელეფონის კორპუსის უბრალო დამცველიდან, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მოდურ აქსესუარად იქცა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ტენდენცია მოდის მოყვარულთა და მიმდევართა შორის (Fashionistas) და თინეიჯერებში. როგორც ამბობენ: bold iPhone cases are the best way to add some personality to your gadget and set yourself out from the crowd (Teen Vogue). მოდის ბიზნესში კი ტენდენცია ოდნავ განსხვავებულია, აქ კონკრეტულად iPhone და iPhone-ის ქეისები მეფობს და ქეისებსაც ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სხვა ნებისმიერ აქსესუარს: ჩანთას, ფეხსაცმელს თუ სამკაულს.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ iPhone-ის ქეისებს ამზადებენ უკვე მოდის წამყვანი სახლები (Stella McCartney, Moschino, Kate Spade, Tory Burch & Fendi) და სხვადასხვა ლოკალური დიზანერები მთელს მსოფლიოში.
საქართველოც არ ჩამორჩა გლობალურ ტენდენციებს და უკვე რამდენიმე წელია, ბრენდი INKYGOLD მომხმარებელს უნიკალური პრინტით შექმნილ ქეისებს სთავაზობს.
მარკეტერის მკითხველს აქვს შანსი მოიგოს სასურველი ქეისი.
1. ამოარჩიეთ არსებული 5 ქეისიდან თქვენთვის სასურველი.
2. ატვირთეთ ფოტო ინსტაგრამზე და მონიშნეთ @inkygoldphonecases @inkygold
3. გამოიყენეთ შემდეგი ტაგები #contest #giveaway #inkygold #phonecases #inkygoldphonecases
2 გამარჯვებული, რომლებსაც კონკურსის დასრულების დროს ყველაზე მეტი მოწონება ექნებათ 12 ივნისს, 12 საათზე გამოვლინდებიან.