10-11 ოქტომბერს, ბაქოში ინოვაციების სამიტი INMerge 2024 გაიმართება. ღონისძიება Baku Convention Center-ში ჩატარდება. INMerge გახლავთ მასშტაბური მოვლენა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან ინოვატორებს უყრის თავს. INMerge-ის მედიაპარტნიორია Marketer.ge.
INMerge გახლავთ რეგიონული ინოვაციური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. სამიტის მიზანია გააერთიანოს ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეები, მათ შორის სტარტაპები, ინვესტორები და ინდუსტრიის ლიდერები, შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და გააადვილებს იდეების გაცვლას რეგიონში ტექნოლოგიური წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. ეს ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონისთვის, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი იდეებისთვის, ხელს უწყობს ინოვაციას და მხარს უჭერს პარტნიორული ეკოსისტემის ზრდას. თუ 10-11 ოქტომბერს სამიტს ესტუმრებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით. აზრის ლიდერებისა და ინოვატორების მოსმენა შთაგაგონებთ და ხელს შეუწყობს ინოვაციური კულტურის განვითარებას რეგიონში.
INMerge-ის ფორმატი ითვალისწინებს შთამაგონებელ გამოსვლებს, რაც ზრდისა და პროფესიონალური განვითარების საშუალებას იძლევა, ასევე სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს, რომლებსაც სფეროს ლიდერები გაუძღვებიან. გასულ წელს, ღონისძიების ფარგლებში, ბაქოს სტუმრობდა Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, Shazam-ის დამფუძნებელი კრის ბარტონი და JB Straubel – Tesla-დან. წლევანდელი ლაინაფი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
წელს, INMerge უმასპინძლებს სპიკერებს ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა YouTube – მას სამიტზე სტივ ჩენი წარმოადგენს, აუდიტორიის წინაშე წარდგება Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტი ვერნერ ვოგელსი, ლინდა ჰილი Harvard Business School-დან და წარმომადგენლები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Philips, Mastercard, Vodafone, Avito და არაერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანია.
სამიტის მნიშვნელოვანი ნაწილია სტარტაპების კონკურსი INBattle, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოდ 25,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო ინვესტორებისა და PASHA Holding-ისგან 200,000 აშშ დოლარიან ინვესტიციას. ეს ინიციატივა INMerge-მა რეგიონში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიზნით განავითარა.
სამიტის დიდ ტერიტორიაზე 10-მდე სპეციალური სივრცე და სცენა იქნება მოწყობილი. INMerge-ის მთავარ თემებს შორის იქნება მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი და ღირებულებითი სერვისები, განსხვავებული კუთხით დაინახავთ ფინტექს, ტელეკომუნიკაციასა და სადაზღვევო ტექნოლოგიებს. თემატიკათა მრავალფეროვნება სრულად მოიცავს ინოვაციური ეკოსისტემის გარშემო არსებულ საკითხებს.
სამიტის მონაწილეები არამხოლოდ საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას შეიძენენ, არამედ მიიღებენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, გასინჯავენ გემრიელ კერძებს სამიტის პარტნიორ რესტორნებში, დაათვალიერებენ ქალაქს, კულტურულ თავისებურებებს და მუსიკალურ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სამიტის არაოფიციალურ ნაწილს გააფორმებენ Miri Yusif, Isfar Sarabski, DJ Tim, DJ Hazi და სხვები.
დეტალებისთვის და ბილეთების შესაძენად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.inmerge.az. ღონისძიების განრიგის, სპიკერების სიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამიტის ოფიციალურ გვერდსა და სოციალურ მედიაში.