პაშა ჰოლდინგისა და პაშა ბანკი საქართველოს ორგანიზებით სასტუმრო პულმანში გაიმართა ღონისძიება INMerge INGeorgia, რომლის მიზანი იყო სტარტაპეკოსისტემის, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება და კოლაბორაციის ხელშეწყობა. დამსწრეთა შორის იყვნენ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები, სტარტაპერები, ინვესტორები და სხვა პროფესიონალები.
ღონისძიების მთავარი სპიკერი იყო Alberto Levy – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მრჩეველი, IE ბიზნესსკოლის პროფესორი და სტარტაპმენტორი, რომელმაც ისაუბრა თემაზე – Web 3.0.
ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია – „ინოვაციები ბიზნესის განვითარებისთვის”, რომელსაც მოდერატორობა გაუწია მაკა გვრიტიშვილმა, პაშა ბანკის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ნინო ჭედია – United Payment Georgia-ს მმართველი დირექტორი; ირო ცაგარეიშვილი – Axel-ის მმართველი დირექტორი; ზვიად წოწკოლაური – Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი; პედრო სანტოს ვირეირა – 500 Global-ის პარტნიორი; ლიკა მერაბიშვილი – Strategeast-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი.
ღონისძიების დასასრულს ჩატარდა სტარტაპფიჩინგის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათმა სტარტაპმა. გამარჯვებული გახდა სტარტაპი QUISSLY, რომელსაც მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს INMerge Innovation Summit-ში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამიტია. ის გაიმართება მიმდინარე წლის სექტემბერში ბაქოში. გამარჯვებულს სრულად უფინანსდება მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები, სამიტზე დასწრება და მონაწილეობა მთავარ კონკურსში.
„ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიებს არ უკავშირდება, არამედ ეს არის აზროვნების ფორმა. ინოვაციები ეფუძნება კოლაბორაციას, ნდობასა და პლატფორმებს, რაც იდეებს აქცევს ისეთ გადაწყვეტილებებად, რომელთაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. ამიტომ მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საქართველო არის INMerge INGeorgia-ს გენერალური პარტნიორი“, – განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა რამილ იმამოვმა.
INMerge Innovation Summit-ის შესახეხბ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
პაშა ბანკი საქართველოს შესახებ
პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის – პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში – აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.
[პარტნიორის კონტენტი]