in

INMerge Innovation Summit – პაშა ბანკის სპეციალური შეთავაზება

2024 წლის 10-11 ოქტომბერს, პაშა ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ბრუნდება. სამიტი ყოველწლიურია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების კოლაბორაციას, დაინტერესებულ მხარეებს შორის იდეებისა და გამოცდილებების გაცვლას. სამიტი აერთიანებს ინოვატორებს, ინვესტორებს, ფინტექის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული კომერციისა და სხვა მრავალი ინდუსტრიის გავლენიან ლიდერებს. ს არის სტრატეგიული ჰაბი, რომელიც მონაწილეებს პარტნიორების მოძიებასა და სტრატეგიული კავშირების დამყარებაში ეხმარება.

წლევანდელ INMerge Innovation Summit-ზე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელია YouTube-ის თანადამფუძნებელი სტივ ჩენი. სპიკერებს შორის ასევე არიან Amazon-ის ვიცეპრეზიდენტი და CTO ვერნერ ვოგელსი, Avito-ს CEO ვლადიმირ პრავდივი, Paradox Strategies-ისა და InnovationForce-ის დამფუძნებელი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ლინდა ჰილი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ილია სტრებულაევი.

სამიტი სტარტაპებს გზას უხსნის $25,000-იანი საპრიზო ფონდისკენ. დამატებით, მათ მიერ მოპოვებულ ინვესტიციას პაშა ჰოლდინგი გაუკეთებს თანადაფინანსებას $200,000-ის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ INMerge Innovation Summit ორგანიზებულია პაშა ჰოლდინგის მიერ, რომელიც არის წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაცია აზერბაიჯანში. საქართველოში პაშა ჰოლდინგს წარმოადგენს პაშა ბანკი, რომელიც მსხვილ ბიზნესებს კორპორაციულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. პაშა ბანკიც აქტიურადაა ჩართული INMerge Innovation Summit-ის ორგანიზებაში. 30 სექტემბრამდე პაშა ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს 75%-იან ფასდაკლებას სამიტის 2 ბილეთის შეძენისას – $350-ის ნაცვლად ბილეთის ღირებულება იქნება $ 87,5. ამ შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ ბანკს.

სამიტის შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულსwww.inmerge.az.

[პარტნიორის კონტენტი]

როკი, გოძილა და სხვა ცნობილი პერსონაჟები, რომლებსაც არტისტი „ბლენდერში” აცოცხლებს

რა არის ახლა მოდაში? — Pinterest-მა შემოდგომის ტრენდები დაასახელა