InMerge-ის ინოვაციების სამიტი აზერბაიჯანში 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს გაიმართება. ეს არის ინოვატორების, ინვესტორებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერების, მათ შორის ფინანსების, ტელეკომუნიკაციების თუ ელექტრონული კომერციის, შეკრება.
სტარტაპებისთვის აღნიშნული სამიტი ფასდაუდებელ პლატფორმას წარმოადგენს, რათა პოტენციური პარტნიორობა გაამყარონ, მოიძიონ პერსპექტიული საინვესტიციო შესაძლებლობები და მოიგონ პრესტიჟული ტიტულები, როგორიცაა „წლის აღმოჩენა“, „წლის სტარტაპი“ და „წლის ეკოსისტემის MVP“.
გარდა ამაღელვებელი კონკურსისა, სამიტი მოიცავს საინტერესო სემინარებს — თითოეული მათგანი უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესწავლისკენაა მიმართული. შესაბამისად, მონაწილეებს ფასდაუდებელი სასწავლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. თანაც მომხსენებლებს შორის არიან დღევანდელი მსოფლიოს მოწინავე სპიკერები: სტივ ვოზნიაკი, Apple-ის თანადამფუძნებელი; კრის ბარტონი, გენიოსი შაზამის უკან; ჩაგლაინ ჩეთინი, Trendyol Group-ის პრეზიდენტი და სხვა. სწორედ ეს ლიდერები შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის ძალას ფინტექში, ელექტრონული კომერციის მომავალსა და სატელეკომუნიკაციო ლანდშაფტში.
ასევე, InMerge Innovation Summit-ზე „ნეთვორქინგი“ ცენტრალურ ადგილს იკავებს, რაც შესანიშნავ ნიადაგს იძლევა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მთლიანობაში, ეს არის ტრანსფორმაციული ღონისძიება, სადაც ინოვაციები, ქსელები და ინვესტიციები ერთად იყრის თავს!
ამასთანავე, ორგანიზაციებსა და კომპანიებს ჯგუფური ბილეთების ფასდაკლებით სარგებლობაც შეუძლიათ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ჩართულობა:
- 5-9 ბილეთზე შესაძლებელია 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა;
- 10-14 ბილეთზე შეგიძლიათ 10%-იანი ფასდაკლება გამოიყენოთ;
- ხოლო 15-25 ბილეთზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ამ ფასდაკლებებით ბილეთების მისაღებად და დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ inmerge.az-ის ვებგვერდს.
გამოიყენებთ ჩვენი სპეციალური პრომო კოდი – InM1RMerge5 – რათა მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება ინდივიდუალურ შესყიდვაზე. 20 ოქტომბერს ბილეთების მეორე კალათა გაიხსნება, რა დროსაც ფასი 250$-იდან 350$-მდე გაიზრდება, ასე რომ იჩქარეთ.