in

„ყველაფერი შ-ინნ არის“ – ცხოვრების თანამედროვე სტანდარტი INN Development Towers დიდ დიღომში

რა არის თქვენთვის სახლი? ალბათ, ადგილი, სადაც საკუთარ პირად სამყაროს ქმნით, ყველაფერს თქვენი ხელი ეტყობა და თავს ყველაზე მშვიდად სწორედ აქ გრძნობთ. ამ მდგომარეობის აღსაწერად ქართულში ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – „შინ”.

თუმცა მსგავსი საცხოვრებლის მოსაწყობად დღეს, თანამედროვე ცხოვრებაში, მხოლოდ ხარისხიანი მასალით შენება არ არის საკმარისი. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა იქვეა სხვა კრიტერიუმებიც: კომფორტი, დასვენების შესაძლებლობა, ცხოვრების სტილი და მთლიანი გამოცდილება, რომელსაც შენი ახალი სახლი გთავაზობს – ადგილი, სადაც გაღვიძებაც გიხარია, დაძინებაც, სამზარეულოში ტრიალიც, სტუმრების მიღებაც და აივანზე ყავის დალევაც…

სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა Inn Development Towers – კომპანია Inn Development-ის პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში, რომელიც აერთიანებს სამ 24-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს, ღია აუზს, რეკრეაციულ სივრცეებს, საბავშვო მოედანს, კომერციულ ზონასა და ფართო ტერასებს. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ სახლი მხოლოდ ბინა არ არის, ის ცხოვრების სტილია, სადაც ქალაქის დინამიკა და პირადი სიმშვიდე ერთმანეთთან ჰარმონიულად არსებობს.

რა ფილოსოფიით იქმნება ახალი პროექტი, როგორ ამკვიდრებს კომპანია ნდობას ბაზარზე და რა მიმდინარე შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის – ამ და სხვა საკითხებზე Inn Development Towers-ის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა ბლიაძე გვესაუბრა:

M: დიდ დიღომში დღეს არაერთი საცხოვრებელი პროექტი შენდება. რა იყო ის მთავარი მიზანი, რომლის საფუძველზეც გადაწყვიტეთ, რომ INN Towers მხოლოდ კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი კი არა, ცხოვრების ახალი სტანდარტი ყოფილიყო?

დღეს ადამიანები მხოლოდ საცხოვრებელ ფართს აღარ ეძებენ. ისინი ირჩევენ გარემოს, რომელიც შეესაბამება მათ ცხოვრების სტილს, ქმნის შესაძლებლობას, უკეთ გამოიყენონ დრო, ისარგებლონ მეტი სივრცით და ყოველდღიურობაში იპოვონ ბალანსი ქალაქის დინამიკასა და პირად სიმშვიდეს შორის.

INN Towers სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული,  ეს არის პროექტი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან არქიტექტურას, გააზრებულ დეტალებსა და გარემოს, რომელიც ბინის კედლებს სცდება. ფართო ტერასები, რეკრეაციული სივრცეები, ღია აუზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის ცხოვრების გამოცდილებას, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს საკუთარი დანიშნულება აქვს.

შედეგად, INN Towers არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, ეს არის სივრცე ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ ცხოვრების ახალ სტანდარტს.

M: თქვენი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი კეთდება „ცხოვრების სტილზე” და არა, უბრალოდ, ბინის შეძენაზე. თავად კომპლექსში ყველაზე უკეთ რა გამოხატავს ამ ფილოსოფიას?

ჩვენი ღირებულებები 5 პუნქტად გვაქვს წარმოდგენილი: 

  • თანამედროვეობა – ვქმნით საცხოვრებელ გარემოს, რომელიც თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს არქიტექტურით, გააზრებული ინფრასტრუქტურითა და ყოველდღიური კომფორტით პასუხობს;
  • კომფორტი – სახლი მხოლოდ ბინა არ არის, ეს არის სივრცე დასვენებისთვის, ურთიერთობებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
  • ადამიანური კავშირები – ვაფასებთ ადამიანებს შორის კავშირს და ვქმნით გარემოს, სადაც ოჯახებს და ახლობლებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ;
  • ესთეტიკა – ვფიქრობთ, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაზე, ამიტომ ვიზუალური ხარისხი ჩვენთვის ფუნქციონალურ მხარესთან თანაბრად მნიშვნელოვანია;
  • განვითარება – ვქმნით ახალ სტანდარტს იმ უბნებში, სადაც ქალაქი იზრდება და ყალიბდება მომავლის საცხოვრებელ გარემოდ.

M: პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერასებს, რეკრეაციულ ზონებს, აუზს და სხვა. რატომ ფიქრობთ, რომ დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა პრემიუმსაცხოვრებლის აუცილებელი ნაწილი გახდა?

თანამედროვე არქიტექტურაში ტერასა ეზოს ალტერნატიული ვერსიაა, ჩვენი კონცეფცია კი ეფუძნება მიდგომას – საკუთარი ეზო კორპუსში,  ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკური უპირატესობა, ეს არის თანამედროვე ცხოვრების სტილი.

რაც შეეხება აუზს, დღეს ბინადრების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ერთმანეთს არც კი იცნობს, და რადგან კომუნიკაცია და ურთიერთობები ჩვენი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ კომპლექსში, აუზი და მსგავსი თავშეყრის ადგილები იდეალური საშუალება იქნება აურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. 

M: დღეს უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც, თქვენი აზრით, INN Towers-ს სხვა პროექტებისგან გამოარჩევს?

„ინნ დეველოპმენტის” საცხოვრებელ სივრცეებზე მოთხოვნა მაღალი კონკურენციის პირობებშიც საკმაოდ მაღალია. ვფიქრობთ, რომ ამას განაპირობებს ის გამოცდილება და ნდობა, რაც კომპანიასთან ურთიერთობაში ჩამოუყალიბდა საზოგადოებას. ჩვენ ვასრულებთ იმას, რასაც ვპირდებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ჩვენს იმიჯსა და რეპუტაციას განაპირობებს. ამიტომაც, როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტს და მომხმარებელს, ფაქტობრივად, ჰაერის ყიდვა უწევს, აღარ უჩნდება კითხვა, სანდოა თუ არა ეს კომპანია. 

M: ახლა განსაკუთრებული საზაფხულო შეთავაზებები გაქვთ: ტერასის 50% საჩუქრად, 0%-იანი პირველადი შენატანი და შიდა განვადება – რამდენად პასუხობს დღევანდელი მყიდველის საჭიროებებს და ვისზეა გათვლილი ეს პირობები?

სასტარტო პირობების ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პირობები შეგვეთავაზებინა, ეს არის 0%-იანი პირველადი შენატანი, 0%-იანი შიდა განვადება, განვადების პერიოდი 35 თვე და, რაც მთავარია, ტერასის 50% საჩუქრად. ცხადია, სასტარტო შეთავაზება მალე შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომო პირობები შევიმუშაოთ. 

M: თუ რამდენიმე წლის შემდეგ INN Towers-ზე ერთმა მცხოვრებმა უნდა თქვას ერთი ფრაზა, რომელიც თქვენი პროექტის იდეას ყველაზე კარგად აღწერს, როგორი სიტყვების მოსმენას ისურვებდით?

ეს ფრაზა, ალბათ, იქნება ჩვენი სლოგანი „ყველაფერი შ-ინნ არის”, რადგან “ინნ დეველოპმენტ თაუერსის” კომპლექსში ბინადრებს ექნებათ ყველანაირი პირობა, რომ იცხოვრონ მშვიდად და კომფორტულად. 

[R]

თაობათა ჰარმონია TSUR GROUP-ში: Millennials

„მიდის სანახავად“ რეგისტრირებულია – რას ნიშნავს, როცა ცნობილი ფრაზა სასაქონლო ნიშანი ხდება