in ,

Inndesign.ge – ახალი ონლაინ კატალოგი დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ ინტერნეტ სივრცეში !

Startauperi
Startauperi

16 მარტიდან სრულიად საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელს, საშუალება ექნება დაათვალიეროს  ახალი ონლაინ კატალოგი დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ. გაიცნოს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები, არქიტექტორები, დიზაინერები და გაეცნოს მათ სერვისებს, პროექტებსა და სიახლეებს. მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს inndesign.ge -ს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერ – თათა მორჩილაძესთან. 

tata morchiladze

M: როგორ გაჩნდა inndesign.ge-ს,  ონლაინ კატალოგის შექმნის იდეა ? (რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც დიზაინის, მშენებლობის და რემონტის შესახებ, იყო ამის მოთხოვნა ? )

იდეა გაჩნდა დაახლოებით 4 წლის წინ, ეს იყო იდეა ბეჭდური ჟურნალის შექმნისა, რომელიც შეეხებოდა ზუსტად ამ სფეროს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ჩემი ოცნებათაგანია, Spotlight-ზე რომ ვახსენე გონების მესამე ვიტამინად, რეალურად inndesign.ge – ოცნებისგან მოტივირებული პროექტია. ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ამ ჟურნალის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ვერც დრო და ვერც ფინანსები ვერ გამოვყავი ამ ოცნების განსახორციელებლად.

თუმცა, როგორც ხედავთ ოცნება ოცნებად არ დარჩა და 2014 წლის სექტემბერში უკვე ეს იდეა პროექტად ჩამოვაყალიბე, რომელიც ითვალისწინებდა ონლაინ ჟურნალს და არა ბეჭდურს. იმის გამო, რომ ონლაინ ვერსია ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვდა, გადავწყვიტე ასე დამეწყო. რამდენიმე კვირის მანძილზე ველოლიავებოდი ამ პროექტს, დეტალებში ვწერდი ყველაფერს თავად გვერდის დიზაინსაც კი თუ რა სად და როგორ უნდა ყოფილიყო.

2015 წლის იანვრის დასაწყისში პროექტი შეიძინა შპს. INNOVATE-მა, ქართულმა კომპანიამ, რომელიც არის სწრაფად მზარდი IT და ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია, რომელიც დაფუძნდა თბილისში და ბაზარზეა 2010 წლიდან. კომპანიის ძირითადი კომპეტენციებია ვებ პროექტირება, ვებ პროგრამირება, პროგრამული უზრუნველყოფა, SEO/SEM, PPC, სოციალური მედია მარკეტინგი, ტექნიკური მომსახურება და კონსულტირება. კომპანია ემსახურება რამდენიმე ქართულ, უკრაინულ, ევროპელ და ამერიკელ კლიენტს და დღეს INNOVATE – ის რამდენიმე ნიჭიერ თანამშრომელთან ერთად ვმუშაობთ ამ ინტერნეტ კატალოგზე, რომელიც არის სრულიად ახალი მიმართულება. INNOVATE -მა უზრუნველყო ლოგოს შექმნაც.

 InnDesign - 1 M: რას შესთავაზებს ონლაინ კატალოგი მკითხველს ?

გარდა იმისა, რომ ეს არის კატალოგი, სადაც თავმოყრილი იქნება სფეროში მოღვაწე, მაქსიმალურად, ყველა კომპანია, მათი სერვისები, სიახლეები, მიმდინარე პროექტები, ღონისძიებები. ეს იქნება ასევე ჟურნალი, სადაც ცალკე ადგილი დაეთმობა საქართველოში მოღვაწე არქიტექტორებსა და დიზაინერებს. ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაწილი ამ კატალოგისა, რადგან ეს ადამიანები წარმოდგენილი იქნებიან მთელი თავისი ნიჭიერებით და სრული პორტფოლიოთი. ჩვენი სურვილია, მომხმარებელმა თავად ნახოს ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების ნამუშევრები, გაეცნოს მათ და შემდეგ მშენებლობის თუ რემონტის პირობებში პირდაპირ დაუკავშირდნენ მათთვის მისაღებ პირს.

გარდა ამისა საიტს ექნება ბლოგი, სადაც აქტიურად იქნება გაშუქებული საერთაშორისო სიახლეებიც, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში – მიღწევები. სხვადასხვა გამოფენები და ა.შ.

აქვე გვაქვს სურვილი გავაკეთოთ DIY პოსტები, სადაც ვასწავლით მკითხველს ყოველდღიური საგნებისგან საინტერესო ნივთების შექმნას ინტერიერის თუ ლანდშაფტისათვის.

ასევე ძალიან დიდ ადგილს დავუთმობთ „მწვანე თემებს“, ყველა იმ პროექტს თუ ღონისძიებას, რაც არის გარემოს დაცვისკენ მიმართული.

M: მომხმარებელს მხოლოდ ქართულ ინფორმაციას მიაწვდით რემონტის შესახებ თუ უცხოურსაც ?

რემონტს რაც შეეხება, სამწუხაროდ ქართულ რეალობაში რემონტი ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სიტყვაა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ, ეს შევცვალოთ.

არ ვიცი რამდენად გამოგვივა, მაგრამ გვინდა მაქსიმალურად ამუშავდეს კომენტარებისა და მიმოხილვების (რევიუ) სისტემა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მასალები ან სარემონტო კომპანიები, რომლებიც უდიდეს პრობლემებს გვიქმნის შემდგომ. რაც შეეხება ინფორმაციას და სიახლეებს, გვსურს ვიყოთ პირველები, რომლებიც მივაწვდით მომხმარებელს ინფორმაციას ახალი მასალების და სარემონტო კომპანიების შესახებ.

 InnDesign - 3M: როდიდან გაეშვება ონლაინ კატალოგი ინტერნეტ სივრცეში ?

16 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათიდან ადგილობრივი დროით სრულიად ინტერნეტ მომხმარებელს ექნება საშუალება დაათვალიეროს კატალოგი.მანამდე კი, მკითხველს შეუძლია ეწვიოს ჩვენს ფეისბუქ გვერდს inndesign.ge , რომელიც გაცილებით ადრე გაეშვა და სწავლობდა მომხმარებლის ინტერესს.

 M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ? ხომ არ გეგმავთ ონლაინ კატალოგის ბეჭდური ვერსიის გამოშვებას ?

სამომავლოდ პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ კატალოგი იყოს მაქსიმალურად შევსებული და ინფორმაციული. წარმოდგენილი იყოს ყველა კომპანია. რაც შეეხება ბეჭდურ ვერსიას, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ ერთ დღეს ისიც მოევლინოს საქართველოს.

გვაქვს კიდევ ერთი ამბიციური ჩანაფიქრი, მაგრამ დღეს ვთვლი რომ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა როდესაც მის განხორციელებასაც დავიწყებთ, თქვენ იქნებით პირველი, რომელსაც შევატყობინებთ ამ იდეის შესახებ.

დარწმუნებული ვარ მარკეტერისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება ეს თემა.

HelloFlo-ს მიუზიკლი ორსულებისთვის

18 წელი მაკდონალდსთან ერთად !