18
Dec
2018

გააღვიძე შინაგანი ბავშვი…

18 Dec 2018



საახალწლოდ, ტაქსის სერვისმა Uber პარიზელ მომხმარებელთა გაკვირვება გადაწყვიტა. ამ მიზნით, “უბერმა” ექვსი ავტომობილი გამოყო, რომლებსაც სათამაშოს ვიზუალი აქვს. ამ ავტომობილების მომსახურებით სარგებლობა, მთელი დეკემბრის მანძილზე, უფასო იქნება. თუ “უბერის” ტაქსის მარშრუტთან ახლოს იმყოფებით, ის სასურველ ადგილას მიგიყვანთ. ამასთან, Uber-ის აპლიკაციაში, საახალწლოდ, კიდევ ერთი ფუნქციაც გამოჩნდა – დონაციის საშუალებით მომხმარებლებს სხვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

 

განხილვა